მერების წარმომადგენლები FB-ს პირად გვერდებს მმართველი პარტიის მხარდასაჭერად იყენებენ — მედია-კლუბი
საქართველოს მედია-კლუბის ანგარიში მოიცავს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგის დროს დაფიქრებულ დარღვევებს 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. თუმცა, ვინაიდან 1 სექტემბრამდე, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე, ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ფაქტები არ ქმნის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარ საარჩევნო გარემოს, აღნიშნული ფაქტები მონიტორინგის ანგარიშში აისახა. მონიტორინგი, ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის — საქართველოს მედია კლუბის პროექტის — წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი — ფარგლებში ხორციელდება.
ორგანიზაციის დაკვირვებით, კვლავ ხდება მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების/მოსამსახურეების საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კოდექსის დარღვევით მონაწილეობა და სოციალურ ქსელებში კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის სასარგებლო ან საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელება.
ორგანიზაციის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელების მიერ ფეისბუქის პირადი გვერდების ქართული ოცნებისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენების ფაქტები. მედია-კლუბი შემდეგ მაგალითებს ასახელებს:
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, გია ჩხიკვაძემ სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის სააგიტაციო მასალა;
- მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, სპარტაკ ლაცაბიძემ სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების საარჩევნო სია;
- ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, კახა ლომიძემ სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის, კობა ლურსმანაშვილის სააგიტაციო მასალა.
- საჩხერის მუნიციპალიტეტში, ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, გიგა მერმანიშვილმა სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების სააგიტაციო მასალა.
- თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, დავით უკლებამ სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა ქართული ოცნების თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის სააგიტაციო მასალა, აგრეთვე, ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას საწინააღმდეგო სტატია, რაც, ასევე, საარჩევნო კოდექსის დარღვევაა;
- ბარდუბანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, მურად ვერულაშვილმა, სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა ქართული ოცნების კანდიდატის, ბეჟან წაქაძის სააგიტაციო მასალა;
- სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტმა, შორენა გვენეტაძემ, სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა ქართული ოცნების კანდიდატის, ბეჟან წაქაძის სააგიტაციო მასალა;
- კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, რომან მამრიკაშვილმა, სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა ქართული ოცნების თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილისა და ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის სააგიტაციო მასალა;
- ნახშირღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტმა, ზურაბ ლომთაძემ, სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გააზიარა ქართული ოცნების თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის სააგიტაციო მასალა.
გარდა საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნისა, აღნიშნული პირები, ასევე, არღვევენ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ, რომელშიც წერია: "საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად".
მედია-კლუბის განცხადებით, დაფიქსირდა, ასევე, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების ფეისბუქის გვერდების გამოყენება მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ, რაც საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის დარღვევაა (წინასარჩევნო კამპანიის პერიოდში იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების, ან თვითმმართველობის ორგანოების საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება). მათ თქმით:
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიას ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუქის გვერდზე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი პოსტებია გაზიარებული;
- აგრეთვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტყაიას ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუქის გვერდზე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი პოსტებია გაზიარებული;
- ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აბასთუმნის ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუქის გვერდზე ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი პოსტებია გაზიარებული.
საქართველოს მედია-კლუბი მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობებს, დაიცვან საარჩევნო კოდექსითა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ დადგენილი მოთხოვნა და არ დაუშვან საჯარო მოხელეების/მოსამსახურეების სამუშაო საათებში, საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობა, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით. ამგვარი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კი მოახდინონ მათზე რეაგირება.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
კომენტარები