შემფასებლების იდენტიფიცირება საზოგადოებრივ კონტროლს უზრუნველყოფს — ვენეციის კომისია
ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, კომისია მიიჩნევს, საბჭოს წევრების შეფასებების იდენტიფიცირება საზოგადოებრივ კონტროლს უზრუნველყოფს და საზოგადოების ნდობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გააძლიერებს.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კანდიდატების შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ვინაობა გამჟღავნდება და გამჟღავნების შემთხვევაში, წევრს პასუხისმგებლობა დაეკისრება. აქვე, კომისია აღნიშნავს, რომ კანონში ეს ცვლილება ასახულია მითითების გარეშე — პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი იქნება თუ სხვა. აქვე, ნათქვამია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი პრეტენზიას გამოთქვამს საბჭოს გადაწყვეტილებაზე, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას და მომჩივარს მიეწოდება ეს ინფორმაცია, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
დასკვნის მიხედვით, ვენეციის კომისიამ ფარული კენჭისყრის გაუქმებაზე გასცა რეკომენდაცია პარლამენტში საუკეთესო კანდიდატების წარდგენისთვის. ამასთან, მათი რეკომენდაციით, ინფორმაცია კანდიდატების კვალიფიკაციის, კანდიდატების შეფასების კრიტერიუმების შესახებ, ასევე, ღია უნდა იყოს.
რაც შეეხება კანდიდატთა სიის საბოლოო კენჭისყრას, კომისისია ხაზს უსვამს, რომ შემოღებულია მაღალი ბარიერი.
"ამან შეიძლება იძულებითი კომპრომისი გამოიწვიოს მათთვის, ვინც დაბალი ქულები აიღეს. ამასთან, შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს გრძელვადიან პერსპექტივაში სასამართლო სისტემის სანდოობაზე. შექმნილი ჩიხიდან გამოსასვლელად კომისია დაცვის მექანიზმის გადახედვის რეკომენდაციით გამოდის", — აღნიშნულია დოკუმენტში.
კომისია, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს მდგომარეობა უჩვეულოა და მოითხოვს გამჭვირვალობის მაღალ დონეს, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ადრე ჰქონდა პრობლემები სანდოობასთან დაკავშირებით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისხლის სამართლებრივი სტანდარტი კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში იყო მითითებული, თუმცა საბოლოო ვერსიაში აღნიშნული აღარაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივს გულისხმობს თუ ადმინისტრაციულს.
რაც შეეხება კანონპროექტს, პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს 30 სექტემბერს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები