ჩნდება ეჭვი, რომ მელაშვილის მოშორებით ხელისუფლება წავა ქვეყნის საზიანო დათმობებზე — გია ჯაფარიძე
საზღვარი დადგენილი არ არის. საზღვარი დადგენილი არ არის შევარდნაძის ადმინისტრაციის პერიოდიდან. ოც წელზე მეტია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ოც წელზე მეტია, საზღვრის დამდგენ კომისიაში მუშაობენ დაკავებული სპეციალისტები. იმავე კომისიის წევრები არიან უშიშროების, თავდაცვის, საზღვრის და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები. საზღვრის დადგენაზე შეთანხმება არის სახელმწიფოებს შორის შეთანხმება. მან უნდა გაიაროს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერმინისტრი, ორივე მხარის უმაღლესმა პირებმა მოაწერონ ხელი, ბოლოს პარლამენტის რატიფიკაცია სჭირდება. არაფერი ეს მომხდარი არაა. ივერი მელაშვილი არაა პირი, რომელიც ხელს აწერს. ის არის მხოლოდ ექსპერტი.
ამ დროს ვიღაც ხიდაშელი, რომელმაც მანამდე 1 200 000 ჩარიცხა კოვიდის ფონდად გაფორმებულ ფულის გასათეთრებელ/მისატაცებელ ფონდში, "გადმოგვცემს რუკას". ხიდაშელი არის კომპანია ინტრაკომის ხელმძღვანელი. ინტრაკომი ეკუთვნოდა ბერძენ მსხვილ ბიზნესმენ სოკრატის კოკალისს, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაქცეული ბერძენი კომუნისტი მებრძოლის შვილს, რომელზეც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითონაც იყო შტაზის აგენტი "პაზივნოით" როკო, კროკოს და ა. შ. ინტრაკომი 2014 წელს შეიძინა რუსულმა კომპანია სისტემა-მ, რომელიც ეკუთვნის პეტერბურგელ მილიარდერ ევტუშენკოვს. ამ კომპანიაში მუშაობს "კოვიდთან მებრძოლი და რუკების მეუფე" ხიდაშელი. სისტემამ ინტრაკომი იყიდა ჩეხეთში დაფუძნებული მისი კომპანიის სიტრონიკსის საშუალებით. სამივე კომპანია არის ევტუშენკოვის ბიზნეს იმპერიის ნაწილი. სისტემა აწარმოებს მაღალი ტექნოლოგიების პროდუქტებს, რომელიც გამოიყენა როგორც ტელეკომუნიკაციებში, ისე თავდაცვასა და დაზვერვაში. კომპანია პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის დაზვერვასთან.
რუსულ სადაზვერვო სამსახურთან დაკავშირებულმა კომპანიამ მოიტანა ჯერ 1 200 000 და ახლა მოიტანა "რუკა" იმ ლეგენდის შესაქმნელად, რომ "მიწები გაყიდეს". რუსეთი ერევა საქართველოს არჩევნებში, ერევა ფულით, ერევა ლეგენდირებით, ერევა საქართველოს საპატრიარქოს საშუალებით, ერევა პატრიოტთა ალიანსით და ქართული ოცნებით, ერევა ტვ ნადეჟდას (იმედი) და პოსტივის საშუალებით, ერევა სხვა რადიკალური ჯგუფების და კონკრეტული პოლიტიკოსების გამოყენებით. რუსეთი ცდილობს დაყოს და გახლიჩოს საქართველოს მოქალაქეები, მოახდინოს მაქსიმალური პოლარიზაცია. ამას დირიჟორობს, მინიმუმ ხელს არ უშლის და თვალს ხუჭავს, ხელისუფლება. მაგრამ ეს არაა მხოლოდ არჩევნებში ჩარევა, ამ საქმით ზიანდება საქართველოს გრძელვადიანი სახელმწიფო ინტერესები.
შეთანხმება თუ არ არსებობს საზღვრის დადგენაზე "გაყიდვაც" ვერ იარსებებს. იგივე წარმატებით ივერი მელაშვილი ხელს უშლიდა საქართველოს მარსის და იუპიტერის ათვისებაში. თუ არაკანონიერი გარიგება მოხდა, რაც არ მომხდარა, მაშინ აზერბაიჯანიც არის მისი მონაწილე. მეგობარ მეზობელ სახელმწიფოს ბრალს ვდებთ კრიმინალურ ქმედებაში. ესეც ასევე შედის რუსეთის ინტერესებში.
კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ამის საფუძველზე ჩნდება ეჭვი, რომ ივერი მელაშვილი, წესიერი პროფესიონალი, დაკავებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვმა განახორციელოს თავისი მიზნები საქართველოში. მეტიც, ჩნდება ეჭვი, რომ ივერი მელაშვილის კომისიიდან მოშორებით და მისი ციხეში გაშვებით საქართველოს ხელისუფლება წავა ქვეყნის საზიანო დათმობებზე.
დაამტკიცონ, თუ ეს ასე არ არის.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LoudSpeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LoudSpeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები