გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება მსხვერპლს ადანაშაულებს — გეგელია
ლელოს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ გეგელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებას ეხმაურება. უმრავლესობის განცხადებით, ლელოს აქტივისტმა პირად Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ქართული ოცნების დეპუტატს სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
გეგელია მათ განცხადებას კომიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების ლიდერების ბრალდებები სამარცხვინოა.
"ლელოს აქტივისტის, რაშად მუსაევის მიმართ უმრავლესობის მიერ დასახელებული ბრალდებები, რომ თურმე იგი ქართული ოცნების წევრებს ფიზიკური ხელყოფით ემუქრებოდა, არის კომიკური. ლელოს არაერთი წევრის მსგავსად, რაშად მუსაევი თვითონ არის მუქარის, დაშინების და ზეწოლის მსხვერპლი ქართული ოცნების პოლიტიკოსების და აქტივისტების მხრიდან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რაშად მუსაევზე სისტემატიურად ხორციელდებოდა მოსყიდვის, გადაბირების და პატიმრობით დაშინების მცდელობები", — აცხადებს გეგელია.
ლელოს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ ავლენს პოლიტიკურ უსუსურობასა და ორმაგ სტანდარტს.
"მაშინ, როდესაც ოცნების პარტაქტივი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ჩართული ოპოზიციონერი აქტივისტების დაშინებასა და დევნაში, ხელისუფლება თავის ე.წ. გამოძიებას იწყებს შუაში მუქარის და ძალადობის მსხვერპლთა დადანაშაულებით, ნაცვლად გამოძიების სათავეში დაწყებისა, სადაც თვითონ ქართული ოცნება და მისი მოძალადე ამფსონები იმყოფებიან. ეს აბსურდული სიტუაცია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება სულს ღაფავს. ლელოს "მარშალის გეგმით" და მზარდი ორნიშნა რეიტინგით დაშინებულ ხელისუფლებას ჩვენი კეთილსინდისიერი, პატრიოტი თანაგუნდელების დევნის გარდა აღარაფერი დარჩენია. საბედნიეროდ, ჩვენ ამ უგუნურ ხელისუფლებას რამდენიმე კვირაში დავასრულებთ და ქვეყნის სწრაფ განვითარებას შევუდგებით", — განაცხადა გეგელიამ
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები