მგონი, მეცნიერებმა კატების ყურადღების მიპყრობის გზას მიაგნეს!
ამ კვირაში ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა კარგი მხედველობის მქონე ათობით კატა შეისწავლეს. მეცნიერები ადამიანის მიერ თვალების ნელ დახამხამებაზე კატების რეაქციებს აკვირდებოდნენ ორ სხვადასხვა ექსპერიმენტში. მკვლევრებმა "თვალების ნელი დახამხამება" განსაზღვრეს, როგორც "ნახევარდახამხამებების წყება, რომელსაც მოსდევს თვალის ხანგრძლივი მოჭუტვა ან დახუჭვა".
კატები უფრო დიდი ალბათობით ჭუტავდნენ თვალებს, როდესაც მათი პატრონი ნელა ახამხამებდა, ვიდრე ინტერაქციის არქონისას. კვლევის მიხედვით, როდესაც კატებს მათთვის უცნობი ადამიანი ნელა უხამხამებს თვალებს, უფრო სავარაუდოა, რომ ფუმფულა ფისოები დაინტერესდებიან და მიუახლოვდებიან მათ.
კვლევაში ჩართული მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ექსპერიმენტები იმის დამადასტურებელია, რომ კატები ადამიანებისგან თვალების ნელ დახამხამებას კეთილგანწყობილ ნიშნად მიიჩნევენ — იქნება ეს მათი პატრონი თუ მათთვის უცნობი ადამიანი.
პირველ ექსპერიმენტში 21 კატის 14 პატრონს სთხოვეს, სახლში ყოფნისას თავიანთი კატების მიმართ ნელა დაეხამხამებინათ თვალები. შემდეგ, როცა თითოეული კატა განსაზღვრულ ადგილას დასვეს, პატრონი მათგან არაუმეტეს ერთი მეტრის დაშორებით დაჯდა და ან ნელა უხამხამებდა თავის კატას თვალებს ან მთლიანად უყურადღებოდ ტოვებდა მას.
მეორე ექსპერიმენტში 24 კატა მონაწილეობდა, კატის მფლობელები კი ფისოებისთვის უცნობმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს. უცნობებმა იმავენაირად სცადეს კატების ყურადღების მიქცევა — თვალების ნელი დახამხამებით ან სახის ნეიტრალური გამომეტყველებითა და თვალების არმიპყრობით. ნეიტრალურ გამომეტყველებაზე უკეთ ნელმა დახამხამებამ იმოქმედა. ამის უკეთ აღსაქმელად შეგიძლიათ, კვლევის "დამატებითი ინფორმაციის" სექციაში არსებული ვიდეოები იხილოთ.
კვლევის პატარა შერჩევას თუ გავითვალისწინებთ, ცხადია, უფრო მეტი კვლევაა საჭირო იმის გასაგებად, თუ რას გრძნობენ კატები, როდესაც ნელ დახამხამებას ხედავენ. მანამ კი შეგიძლიათ, ეს თეორია თავად გამოსცადოთ და თქვენს კატას უხამხამოთ თვალები!
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები