Realme 7 Pro — ელვისებრი სისწრაფით სმარტფონის დამუხტვა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა სმარტფონების ბრენდმა, Realme-მ ახალი Realme 7 Pro წარმოადგინა. 16 ოქტომბრიდან კი მისი ყიდვა უკვე საქართველოში, ბრენდის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიათა ქსელ ალტაში შეგეძლებათ. Realme 7 Pro გამოირჩევა მაღალი წარმადობით, რაც ახალგაზრდებს სმარტფონის შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენების საშუალებას აძლევს, მისი შეძენა კი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი.
100%-მდე 34 წუთში
65 ვატიანი SuperDart ტექნოლოგია Realme Pro 7-ს საქართველოში ყველაზე სწრაფად დამუხტვად სმარტფონად აქცევს.
Realme 7 Pro-ს ახალი 65 ვატიანი SuperDart დამტენი მოყვება, რომელიც სმარტფონს საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვა სმარტფონებთან შედარებით, ყველაზე სწრაფად დამუხტავს. "მკვდარი" ელემენტის დამუხტვის დაწყებიდან ზუსტად 3 წუთში შეგიძლიათ დაიწყოთ YouTube ვიდეოების ყურება, ხოლო 10 წუთში თქვენი სმარტფონი უკვე 43%-ით დაიმუხტება. კიდევ 25 წუთიანი დამუხტვის შედეგად კი თქვენი სმარტფონის ელემენტი 100%-ით შეივსება.
ბრენდის მიერ 65 ვატიანი SuperDart დამტენის 1099-ლარიანი სმარტფონების სეგმენტში გამოყენება Realme-ს სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის განვითარების ლიდერად აქცევს, რაც ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია. 3 წუთში 13%-ით და 34 წუთში 100%-ით სმარტფონის დამუხტვის შესაძლებლობა Realme 7 Pro-ს ბაზრის უკომპრომისო ლიდერად აქცევს. გარდა ამისა, დამუხტვისას სმარტფონი დაცულია 40℃-იანი გადახურებისგან, ხოლო ელ.ენერგიის გარდაქმნის ეფექტიანობა ამ დროს 98%-ს აღწევს.
64 მპ-იანი ფართოკუთხოვანი ოთხმაგი კამერა შთამბეჭდავი სურათებისთვის
იმისთვის, რომ აზალგაზრდებმა საკუთარი ცხოვრების საუკეთესო მომენტები უფრო კარგად აღბეჭდონ, Realme 7 Pro მათ სონის ოთხმაგ 64 მეგაპიქსელიან ლინზას სთავაზობს. 64 მეგაპიქსელიანი კამერის ძირითადი სენსორის ადგილს 1/1.73 ინჩიანი Sony IMX 682 იკავებს, რომლის აპერტურაც f/1.8-ს შეადგენს, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად იზრდება განათების მიმართ მგრძნობელობა და ფერების სიხასხასე. Quad Bayer-ის ტექნოლოგიის გამოყენებით, კამერის სენსორი 1.6 მიკრომეტრიანი პიქსელების შექმნით შესანიშნავ დინამიკას უზრუნველყოფს, თანაც შეუდარებელი დეტალიზაციით და ხარისხის ყოველგვარი დანაკარგის გარეშე. 8 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი სენსორი 119 გრადუსიან ხედს აღბეჭდავს, ხოლო მისი აპერტურა f/2.3-ს აღწევს. სმარტფონში მაკრო სურათების გადასაღებად ცალკე, 4 სანტიმეტრიანი ლინზაა გათვალისწინებული, რომელიც მცირე ობიექტების ახლოდან გადაღების და მიკროსამყაროს ახლიდან აღმოჩენის საშუალებას მოგცემთ.
გარდა ამისა, Realme 7 Pro-ს Pro Nightscape, Ultra Nightscape, ტრიპოდის, პორტრეტის, პანორამის და სხვა რეჟიმების მხარდაჭერაც აქვს. ახალ სმარტფონის კამერის აპლიკაციაში თქვენ საინტერესო ღამის ფილტრებიც დაგხვდებათ, როგორიცაა Cyberpunk, Flamingo და Modern Gold, რაც ღამის ფოტოსურათებს მეტ უნიკალურობას შესძენს.
ამით Realme 7 Pro-ს კამერის შესაძლებლობები არ ამოუწურულა. სმარტფონმა 32 მეგაპიქსელიანი სელფის კამერაც მიიღო, რომელიც არასაკმარისი განათების პირობებშიც კი საუკეთესო სელფის შექმნაში დაგეხმარებათ — Super Nightscape რეჟიმი ოთხ პიქსელს ერთ 0.8 მიკრომეტრიან პიქსელში გააერთიანებს და ამით ჩაბნელებულ ადგილებში გადაღებულ სელფის ნათელ ფერებში აღბეჭდავს. სმარტფონს ასევე გააჩნია UIS ვიდეოს სტაბილიზაცია, რეალურ დროში ბოკეს ეფექტის გამოყენების და slowmo ვიდეოგადაღების შესაძლებლობა.
Super AMOLED ეკრანი
სმარტფონი 6.4-დიუმიანი FHD + Super AMOLED ეკრანითაა აღჭურვილი, რომელიც ეკრანის წინა ნაწილს 90,8%-ით ფარავს. Realme 7 Pro-ს ეკრანით თქვენი მუშაობა მზის პირდაპირი სხივების ეკრანზე მოხვედრის შემთხვევაშიც არ შეფერხდება.
სხვა მახასიათებლები
Realme 7 Pro აღჭურვილია სპიკერით, რომელსაც სტერეო ჟღერადობის იმიტირება შეუძლია, რაც აუდიო გამოცდილებას უფრო შთამბეჭდავს ხდის.
ვინაიდან სმარტფონის დასახელებაში "Pro" ფიგურირებს, გასაგები ხდება, რომ სმარტფონი მაღალი წარმადობით გამოირჩევა. Realme 7 Pro-ში თქვენ დაგხვდებათ სწრაფი, თანამედროვე სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც ახალგაზრდებზე მორგებული თავისებურებებით არის გამორჩეული. პროცესორის ადგილს სმარტფონში 8 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული Snapdragon 720G იკავებს, რომლის ტაქტური სიხშირე 2.3 გჰც-ს აღწევს. სმარტფონი აღჭურვილია 2-არხიანი LPDDR4X ოპერატიული მეხსიერებითა და UFS2.1 შიდა მეხსიერებით. ამასთანავე 7 Pro-ში გათვალისწინებულია "2+1" სლოტი, რომელსაც ორი nano SIM ბარათისა და microSD ბარათის მხარდაჭერა აქვს. ეკრანზე განლაგებული თითის ანაბეჭდის სენსორი კი საშუალებას გაძლევთ სმარტფონი უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ განბლოკოთ.
ვინაიდან ელემენტის ენერგიის მდგრადობის თვალსაზრისით გარღვევა ჯერ არ მომხდარა, SuperDart Charge ტექნოლოგია ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია იმისთვის, რომ სმარტფონი მაქსიმალურად სწრაფად დაინტენოს. როგორც TüV Rheinland Smartphone სანდოობის ვერიფიკაციის მქონე სმარტფონი, მას აქვს დამუხტვის მოწინავე ტექნოლოგიის მხარდაჭერა, გამორჩეული კამერა და შესანიშნავი წარმადობა — ყველაფერი, რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ.
საქართველოში Realme 7 Pro-ს ამიერიდან Realme-ს ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიათა ქსელ ალტაში შეიძენთ. ყველაზე სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობის მქონე სმარტფონის ღირებულება აქ 1099 ლარია.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები