თერმოსკრინინგი, პერსონალური ჩანთები, ერთჯერადი ჭიქები — რა შეიცვალა და როგორ მუშაობს ბაღები

ფოტო: BBC Сreative
დღეს, 12 ოქტომბერს საქართველოში ბაღების უმეტესობა გაიხსნა. ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, კახა გვანცელაძის განმარტებით, კორონავირუსის პრევენციისთვის ბაღები ახალი წესებით იხელმღვანელებს.
კერძოდ, მშობლებს ეკრძალებათ ბაღის შენობაში შესვლა და შვილები გარეთ აღმზრდელთან უნდა დატოვონ. შენობაში შესვლამდე ბავშვები შემდეგ პროცედურებს გაივლიან:
- ბავშვს ხვდება პირბადით, ხალათითა და ხელთათმანებით ეკიპირებული აღმზრდელი და იბარებს მას;
- უტარებს თერმოსკრინიგს;
- შეჰყავს ძირითად საბავშვო ოთახში, სადაც მას ხვდება მეორე აღმზრდელი.
გვანცელაძის თქმით, შეიძინეს დამატებითი ინვენტარი, ასევე, პირბადეები, დეზობარიერები და სადეზინფექციო ხსნარები. მისივე თქმით, შეიცვალა შიდა სივრცეში მოქცევის წესებიც. კერძოდ:
- გამოიყენება ერთჯერადი ჭიქები;
-
თეთრეულის რეცხვის ინტერვალი შემცირდა და კვირაში ორჯერ გაირეცხება;
-
შეიცვალა დისტრიბუციის წესი;
-
ამოღებული იქნა სათამაშოები, რომელიც ნაკლებრეცხვადი;
-
შეიცვალა სამზარეულოები, დაემატა ჩანები, რომ მაღალ ტემპერატურაზე გაირეცხოს ჭურჭელი.
გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში ბავშვებს აქვთ ინდივიდუალური ჩანთები, სადაც განთავსებულია მათი პერსონალური ნივთები: ფანქრები, პლასტელინები, მაკრატელი და ა.შ. ჩანთებზე არის დაკრული ბავშვის სურათი, რომ მარტივად შეძლონ მიგნება.
კორონავირუსის გამო ბაღები მარტში დაიხურა. სასწავლო პროცესი ოქტომბრის დასაწყისში უნდა განახლებულიყო, თუმცა ინფიცირების შემთხვევების მატების გამო 12-მდე გადაიდო. ბაღები არ გახსნილა აჭარაში, სადაც სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც სწავლა დისტანციურად გრძელდება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები