ხელისფლება საჩვენებლად სჯის დირექტორებს, რომლებსაც პოლიტიკურად არასაიმედოდ მიიჩნევს — რატიანი
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი და პარტიის წევრი, მარიამ რამინაშვილი, სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებზე ზეწოლას ეხმაურებიან.
რატიანის თქმით, გრძელდება ზეწოლა სკოლის დირექტორებზე და ხელისუფლება მათთვის პოლიტიკურად არასაიმედო დირექტორებს ათავისუფლებს გაურკვეველი მიზეზებით. რატიანი განათლების სამინისტროს მოუწოდებს გააკეთოს განცხადება, თუ რის გამო განახორციელეს ეს დისკრიმინაციული ქმედება, რომ სკოლის დირექტორთა მხოლოდ ნაწილს გაუგრძელდა ხელშეკრულება.
"ხელისუფლება განაგრძობს ფართომასშტაბიან ზეწოლას სკოლს დირექტრებსა და მასწავლებლებზე. იმ დირექტორებს, რომლებსაც პოლიტიკურად არასაიმედოდ თვლის, უფლებამოსილებას უწყვეტს და საჩვენებლად სჯის. ფაქტია, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნო აგონიაშია, რისი დადასტურებაცაა თიანეთის რეგიონის 7 საჯარო სკოლის დირექტორთან უფლებამოსილების ვადის გასვლით გამოწვეული გათავისუფლბა.
თბილისის მასშტაბით სექტემბრის დასაწყისში 110 (177-დან) სკოლის დირექტორს, რომელთაც გაუვიდათ უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა, შეუწყდათ ხელშეკრულება, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე სამინისტროს გადაწყვეტილებით შერჩეულ კადრებს ხელშეკრულება გაუგრძელდათ. სკოლის მიღმა დარჩა დაახლოებით დირექტორთა ნახევარი, პროფესიონალი კადრი, მრავალწლიანი გამოცდილებით.
პროცესი, რომელიც დაიწყო თბილისით გრძელდება მთელ საქართველოში. საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რითაც დაზარალდა კონკრეტული ადამიანები და შეილახა მათი პროფესიული იმიჯი. მივმართავ განათლების მინისტრს,
დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, რის საფუძველზე განახორციელა დისკრიმინაციული ქმედება, რაც გამოიხატა გადაწყვეტილებით, რომ სკოლის დირექტორებიდან მხოლოდ გარკვეულ ნაწილს გაუგრძელდა ხელშეკრულება.
და მეორე, საარჩენო პერიოდში გამოაცხადოს მორატორიუმი საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებაზე. ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირებასა და აუდიტზე.
მინდა, კიდევ ერთხელ, განვმარტო, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონი ია კერზაიას საქმის შესაბამისი კვალიფიკაციის გარეშე დატოვებამ მოგვცა ის შედეგი, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების ტერორს",— აცხადებს რატიანი.
რამინაშვილმა აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო ცენტრალიზებულად აპირებს სისტემის მართვას და და ხელისუფლება ათავისუფლებს იმ დირექტორებს, რომლებიც მათთვის პოლიტიკურად არასაიმედოა.
"განათლების სამინისტრო ცენტრალიზებულად აპირებს განათლების სისტემის მართვას, ამის ყველაზე კარგი დადასტურებაა სწორეს ის, რომ დირექტორები, რომელთაც ყველას ერთნაირად შეუწყდათ ხელშეკრულება, მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროს პირადი სიმპატიებით აგრძელებენ ხელშეკრულებებს.
სწორედ ამიტომაა, რომ სექტემბრიდან დაწყებული ეს კამპანია გრძელდება და წინასაარჩევნოდ არაერთ რაიონს მოიცავს. თავისუფლდებიან მხოლოდ ის დირექტორები, რომლებიც პოლიტიკურაც არასაიმედოდ მიაჩნია ხელისუფლებას და თანამდებობებს ინარჩუნებს ის ხალხი, ვინც იმედიანად იქნება წინასაარჩევნოდ ხელისუფლებისთვის. განათლების სამინისტრომ დროულად უნდა შეწყვიტოს ასეთი ქმედება და დაუსვას წერტილი პირადი ინტერესებით ცენტრალიზებულ მართვას სისტემის. მთავარი მონაპოვარი საგანმანათლებლო სფეროს დეცენტრალიზაციაა", — განაცხადა რამინაშვილმა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები