როგორ გვიჩნდება შიშები
ოქტომბერი საშიში ისტორიების თვეა: მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ჰელოუინს და სწორედ ამ პერიოდში ყველაზე ხშირად გვეფიქრება ალქაჯებზე, მოჩვენებებსა თუ გობლინებზე. ამ დროს სულ უფრო პოპულარული ხდება საშინელებათა ჟანრის ფილმები და საზარელი სუვენირები. ბევრისთვის ეს წლის ის ამაღლვებელი მონაკვეთია, როცა შეგიძლია, შიშს გემო გაუგო და ამით ისიამოვნო. მაგრამ ასევე ბევრს სულაც არ ახარებს საზიზღარი ჩონჩხების ხილვა და უთავო მხედრის იდეა უფრო თავზარს სცემს, ვიდრე ართობს. რატომ აღნიშნავს ზოგიერთი ჩვენგანი შიშის დღესასწაულს სიამოვნებით, სხვები კი ამ დროს სახლში იკეტებიან?
პირველ რიგში, გავრცელებული რწმენის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ შიში არ არის ის, რაც დაბადებიდანვე დაგვყვება — მას დროთა განმავლობაში ვიძენთ. ფაქტობრივად, ჩვილები 8-12 თვემდე შიშს საერთოდ არ გამოხატავენ და როცა უკვე იწყებენ რაიმეზე შეშინებას, ეს ძირითადად მათთვის უცხო ადამიანებსა და მოვლენებს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ უცხოების არც ყველა ბავშვს ეშინია და იმათაც, ვისაც ეშინიათ, ამას ყველა სიტუაციაში არ ავლენენ — გარემოებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითისთვის, უცნობების მიმართ ბავშვების შიში ყველაზე კარგად შეგვიძლია შევამჩნიოთ ისეთ უცხო გარემოში, როგორიც ლაბორატორიაა: როცა ჩვილი იძულებითაა სკამზე მოთავსებული ან როცა დედა მის გვერდით არაა. ჩვილები იმავე რეაქციას იშვიათად (და ხანდახან არასდროს) გამოხატავენ უცნობების მიმართ სახლში ყოფნისას ან დედის კალთაში მოთავსებულები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვილები უცნობებს სახიფათოდ მაშინ მიიჩნევენ, როცა თავს უსაფრთხო გარემოში არ გრძნობენ; ამის საწინააღმდეგოდ კი, როცა ისინი სახლში ან დედის მკლავებში არიან, იშვიათად ფიქრობენ, რომ უცნობი ადამიანი სახიფათოა და შიშსაც თითქმის არ ავლენენ.
თუ შიშებით არ ვიბადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი უმეტესობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გვიჩნდება და თანაც ეს პროცესი ყოველთვის ერთნაირი არ არის. ზოგიერთი შიში შეიძლება გარკვეული გარემოებების გამო გაგვიჩნდეს, ზოგიც კი უარყოფითი გამოცდილების გამო. მაგალითად, ჩვენმა გონებამ შეიძლება ძაღლების შიში მას შემდეგ დაისწავლოს, როცა ერთ-ერთი მათგანი გვიკბენს ან იგივე შეიძლება მოხდეს ფუტკრების შემთხვევაშიც, თუ მოულოდნელად დაგვკბენენ. თუმცა, ამავდროულად შიში შეიძლება გაგვიჩნდეს მაშინაც, თუ კონკრეტულ რამეზე სხვების მიერ შიშის გამოხატვას შევამჩნევთ: შეიძლება, ძაღლების შიში ისე გაგვიჩნდეს, რომ მათ ჩვენთვის არც არაფერი დაეშავებინოთ — თუ დავინახეთ, როგორ შეეშინდა ჩვენს მეგობარ ჩიხუახუას ღრენის გამო. იგივე შეიძლება მოხდეს, თუ ძაღლების შესახებ უარყოფით ინფორმაციას გავიგებთ: შესაძლოა, დედამ გვითხრას, რომ პატარა ძაღლები საშიშები არიან, რადგან, მისი აზრით, ხშირად იკბინებიან.
მიუხედავად იმისა, რომ შიშები დასწავლილია და ისინი სხვადასხვა მიზეზების გამო გვიჩნდება, ყველა თანაბრად გავრცელებული მაინც არ არის — ზოგიერთი მათგანი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სხვები. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია გველებისა და ობობების მაგალითი, რომელთა მიმართაც შიში მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ამ შიშების წარმოუდგენელი "პოპულარობის" გამო ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი მიიჩნევდა, რომ ეს თანდაყოლილი შიშებია ან ისინი ძალიან ადრეულ ასაკში გვიჩნდება ბიოლოგიური მიდრიკილების ან ტვინის სპეციალური მექანიზმის გამო, რომელიც საშიშ მტაცებლებზე განსაკუთრებულად რეაგირებს. თუმცა ჩვილებისა და მოზარდ ბავშვებში ჩატარებული შემდგომი კვლევებით ეს მოსაზრება არ დადასტურდა.
კვლევებით დადგინდა, რომ ჩვილები, მოზარდები და ზრდასრულები თანაბრად სწრაფად აღიქვამენ გველებისა და ობობების გამოსახულებებს. ერთი-ერთი კვლევისას სენსორულ ეკრანზე გამოსახულ მრავალ სურათს შორის სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა და ზრდასრულებმა გველები და ობობები უფრო ადრე შეამჩნიეს, ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ, იქნება ეს ყვავილები, სოკოები, ბაყაყები თუ ტარაკნები. თუმცა მათ შიში არ გამოუვლენიათ: ჩვილებს მხოლოდ მათი აღება სურდათ, სამი წლის ბავშვების ნახევარი კი გველებთან და ობობებთან ფიზიკურად ისეთ ინტერაქციას ამყარებს, როგორსაც ცოცხალ თევზებთან და ბაყაყებთან. რეალურად, ისინი გაუმაძღარ ინტერესს იჩენენ ყველა ცოცხალი არსების მიმართ, თუნდაც ისინი საშიშები იყვნენ. ეს კი იმას გვაუწყებს, რომ გველებისა და ობობების შიში თანდაყოლილი არ არის.
ასევე, იმის გამო, რომ ჩვენს ყურადღებას, შესაძლოა, უფრო მეტად იქცევენ გველები და ობობები, ან კიდევ მათი საშიში თვისებების დამსახურებით, ყოველდღიურობაში უფრო მეტი უარყოფითი ინფორმაცია გვესმის მათზე, ვიდრე სხვა ცხოველებსა და ნივთებზე. მართლაც ობობები და გველები ხშირად ბოროტებისა და შიშის სიმბოლოდ არიან მიჩნეულნი, დაწყებული რომაული მითოლოგიითა (მედუზა) თუ ბიბლიით (ედემის ბაღში შეპარული გველი), თანამედროვე ფილმებით დამთავრებული (იქნება ეს ანაკონდა თუ გველების რეისი). გაიხსენეთ, ბოლოს როდის გაიგეთ რამე დადებითი გველის ან ობობას შესახებ? იქნებ, სწორედ ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ მათი გვეშინია.
გასათვალისწინებელია, რომ მშობლებისა და შვილების შიშებს შორის კავშირი არსებობს. თუ მშობელი ხართ, თქვენს შვილებსაც შეიძლება გაუჩნდეთ ის შიშები, რაც თქვენ გაქვთ და ეს მხოლოდ ცუდი გამოცდილების გამო კი არ შეიძლება მოხდეს, არამედ თქვენი საუბრის მოსმენისა და თქვენზე დაკვირვებიდან გამომდინარეც. ბავშვებმა შეიძლება დაინახონ თქვენი რეაქცია საშიშ რაღაცებზე, ან მოისმინონ სახიფათო ამბავი ნებისმიერ რამეზე მშობლებისგან, მეგობრებისგან ან მედიისგან, იქნება ეს ტელევიზია თუ წიგნიდან ამოკითხული ზღაპრები. იმის გამო, რომ შიში ჩვენ ირგვლივ არსებულ რეალურ ფაქტორებს ემყარება, ის, თუ რისი ეშინიათ ბავშვებს ყველაზე მეტად სხვადასხვა ასაკში, იმის მიხედვით იცვლება, თუ როგორ აღიქვამენ სამყაროს და რამდენად რთული ხდება მათი აზროვნება. როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ადრეულ ასაკში ყველაზე მეტად ახალი ადამიანების, ადგილებისა და ნივთების შიშს ვაწყდებით; შემდეგ უკვე ცხოველების შიში ჩნდება, მოზარდობის შუა წლებში სისხლის შიში და ყმაწვილობისას უკვე უარყოფის, საკუთარი თავის ვერდამკვიდრების შიში მძლავრობს.
რადგანაც ზოგიერთი შიშის დასწავლა უფრო მარტივია, ვიდრე სხვების, ზოგიერთ ბავშვსაც უფრო მარტივად უჩნდება შიში, ვიდრე სხვებს. ბავშების ნაწილს აქვს მიდრეკილება ან ემოციური თვისება, რომ ახალ ნივთებსა თუ ადამიანებზე სხვებისგან განსხვავებით უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდეს. ასეთი ბავშვები, რომლებიც, შესაძლოა, უფრო მგრძნობიარეები და მორცხვები იყვნენ, განსაკუთრებულად ემოციურად რეაგირებენ უარყოფით ამბებსა თუ საშიშ რაღაცებზე. თუ თქვენი შვილიც ასეთია, მაშინ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, როცა ნებისმიერ რამეზე თქვენს პოზიციას და რეაქციას გამოხატავთ. ხოლო თუ თქვენი შვილი შედარებით უშიშარი ბავშვია, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ისინი ყველაფერს მიღებული ინფორმაციით სწავლობენ, რაც შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც.
ჩვენ არ ვიბადებით გონებაში არსებული ხმით, რომელსაც "შიში" ჰქვია და ის წელიწადის სხვადასხვა დროს ან კონკრეტული შემთხვევებისას არ ირთვება ან ითიშება. ჩვენი ემოციები გაცილებით უფრო რთული სტრუქტურისაა. ჩვენი სხეული მუდამ რეაგირებს გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე და ეს რეაგირება ხშირად სხვადასხვა სახით ვლინდება იმის მიხედვით, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო ან რა მოხდა წარსულში. ჩვენს სხეულს გველის დანახვისას შეიძლება მყისიერი რეაქცია ჰქონდეს (სწრაფად შემჩნევა, გულისცემის აჩქარება, მოქმედებისთვის მომზადება), მაგრამ ამას სხვადასხვანაირად გამოვავლენთ იმის მიხედვით, თავს უსაფრთხო ადგილას ვგრძნობთ (ზოოპარკში) თუ პირიქით — დაუცველად (ტყეში). შესაბამისად, ჩვენი სხეული ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე რეაგირებს, რაც ყველაფრის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებებზეა დამყარებული და განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ვინ ვართ.
როცა ციცაბო გორაკიდან ჩამოვდივართ, უმეტესობა ჩვენგანს ერთნაირი ფიზიკური რეაქცია აქვს: თითქოს ჩვენი კუჭი ადგილს მოწყდა. ბევრ ჩვენგანს ეს გრძნობა სიამოვნებს, რის გამოც სიმაღლეებს იპყრობს, მთებს ლაშქრავს ან საშიში ატრაქციონებით ერთობა, სხვები კი მსგავს გამოცდილებას მაქსიმალურად ირიდებენ თავიდან. შიშის ძალა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ მას და სწორედ ამიტომაც ელოდება ამდენი ადამიანი ჰელოუინის დადგომას — ეს არის დრო, როცა შეგვიძლია, ძალიან შეგვეშინდეს და თან გაცნობიერებული გვქონდეს, რომ სინამდვილეში, არც არაფერი გვემუქრება.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები