სხდომაზე მკაფიოდ დაისვა საკითხი, რომელ მხარეს იქნებოდა დავით გარეჯის 3 ტაძარი, მომხსენებელი არ მახსოვს, მელაშვილს და ილიჩოვას არ ვიცნობ — ნოღაიდელი
ზურაბ ნოღაიდელის თქმით, უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე, დაისვა საკითხი, რომელ მხარეს უნდა დარჩენილიყო დავით გარეჯის კომპლექსი. მისი განცხადებით, სხდომის ერთ-ერთმა მომხსენებელმა "პირდაპირ და მკაფიოდ" თქვა, რომ იგი აზერბაიჯანის მხარეს უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
ნოღაიდელი არ აზუსტებს მომხსენებლის ვინაობას, რადგან მისი თქმით, ზუსტად არ ახსოვს აღნიშნული პიროვნება, თუმცა განმარტავს, რომ ეს ივერი მელაშვილი ან ნატალია ილიჩოვა არ ყოფილა, რადგან ბრალდებულებთან მას შეხება არ ჰქონია და მათ საქმიანობას არ იცნობს.
"მე ამ საკითხს — საქართველოს საზღვრების დადგენას დელიმიტაცია-დემარკაციას, მხოლოდ ვიხილავდი, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, საბჭოს სხდომების ფარგლებში და ერთ-ერთ სხდომაზე იყო სწორედ ამ საკითხის განხილვა, სადაც პირდაპირ დაისვა საკითხი — რომელ მხარეს იქნებოდა დავით გარეჯის სამი ტაძარი? 2005-შია ეს უშიშროების საბჭო, შესაბამისად, საუბარია ჩიჩხიტურის, უდაბნოს და ბერთუბნის მონასტრებზე. იქ პირადპირ დაისვა უშიშრეობის სხდომაზე კითხვა, პირადპირ იყო განმარტებული მომხსენებლის მიერ, მართალი რომ გითხრათ ვინ იყო მომხსენებლი არ მახსოვს, მაგრამ, ალბათ, ამ კომისიის ხელმძღვანელი იქნებოდა ან ერთ-ერთ ხელმძღვანელთაგანი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საერთოდ არ ვიცნობ. საერთოდ არ შევხვედრივარ, იყვნენ თუ არა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, მემგონი — არა [...] მაგრამ ეს საკითხი იყო დეტალურად განხილული და ძალიან მკაფიოდ, ყოველგავრი "თუ"-ს გარეშე ან იმის გარეშე, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ეს რუკები და სხვაგან სხვა რუკებია, ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის ეს სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა. ეს მომხსენებლემა თქვა, ზუსტად არ მახსოვს ვინ იყო", — განაცხადა ნოღაიდელმა.
მისი თქმით, კითხვა მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დასვა და პასუხი მან მომხსენებლისგან მიიღო. ნოღაიდელის განცხადებით, ამის შემდეგ სააკაშვილმა გააკეთა დასკვნა, რომ მათ მთავარ ამოცანად რჩებოდა ამ ძეგლების რესტავრაცია, როგორც ქართულ სალოცავებად შენარჩუნება.
ზურაბ ნოღაიდელი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე პროკურატურაში გამოიკითხა. იგი საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობას 2005-2007 წლებში იკავებდა. დაახლოებით ამ პერიოდს ეხება გამოძიებაც.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმე
29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყანისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
გაიგეთ მეტი რუკებზე:
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
7 ოქტომბერს კომისის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასათავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.
მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.
გაიგეთ მეტი:
- ბრალდება, რაც წარგვიდგინეს, ჩვენთვის ძალიან უცხოა — ილიჩოვა
- ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია — მელაშვილი
- შიდასახელმწიფოებრივი საქმეა — კალაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საქმეზე დაკავებულებზე
- ვინ თუ არა მე ვწუხვარ, როგორც უწყების ხელმძღვანელი — ზალკალიანი მელაშვილის დაკავებაზე
- ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება — საპატრიარქო დავით გარეჯზე
- სახალხო დამცველი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კომისიის წევრების საქმეს შეისწავლის
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები