3 რამ, რასაც ადრინდელი ლიტერატურა კლიმატის ცვლილების შესახებ გვასწავლის
კლიმატის ცვლილების შესახებ დაწერილი ახალი რომანები — რომელთაც ხშირად კლიმატის ლიტერატურის, იგივე cli-fi-ის ჟანრით მოიხსენიებენ — აქტიურად ქვეყნდება. კლიმატის კრიზისის არსის სათანადოდ გადმოცემა რთულია და ამიტომაც მომავლის წარმოდგენა — იქნება ეს წყალში ჩაძირული ნიუ-იორკი თუ სამყარო, სადაც სასმელი წყალი სანატრელია — გვეხმარება, გავიგოთ, თუ რა დგას რისკის ქვეშ.
თანამედროვე კრიზისიდან გამომდინარე გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ მხატვრული ლიტერატურა მოსალოდნელი მომავლის, კარგი იქნება ის თუ ცუდი, წარმოდგენაში გვეხმარება. ასეთ გადაუდებელ პრობლემებთან პირისპირ ყოფნისას, შესაძლოა, ადრინდელი ტექსტების გადაკითხვა დროის კარგვას ჰგავდეს, თუმცა მთლად დარწმუნებულიც ნუ იქნებით. კლიმატის ამჟამინდელი საგანგაშო მდგომარეობა, შეიძლება, უპრეცედენტოა, მაგრამ ძველი ლიტერატურა სხვადასხვა გზით გვეხმარება, ახლანდელი კრიზისი საინტერესო პერსპექტივით დაგვანახოს.
1. კლიმატის ცვლილების ისტორიები
ადრინდელი ტექსტები ირეკლავს კლიმატის ცვლილების გარემოებებს, რომლებმაც სწორედ ამ ტექსტების შექმნაზე იქონიეს გავლენა. როცა ბაირონი და შელი 1816 წელს ჟენევის ტბის სანაპიროს სტუმრობდნენ, მაშინ მათ მიერ დაწერილი ლიტერატურა უზაფხულო წლის აბობოქრებული ამინდის გამოძახილია.
ეს ცვლილება წინა წელს ინდონეზიაში, მთა ტამბორაზე ვულკანის ამოფრქვევით იყო განპირობებული, რამაც მთელ მსოფლიოში ტემპერატურის კლება, მოსავლის უკმარისობა და საყოველთაო შიმშილი გამოიწვია. ისეთი ლიტერატურული ნაწარმოებები, როგორიცაა ბაირონის წყვდიადი, პერსი შელის მონბლანი და მერი შელის ფრანკენშტაინი, იმ შფოთვებს ააშკარავებს, რომლებიც ადამიანს გარემოში მიმდინარე ცვლილებების მიმართ აქვს და ამავდროულად ჩვენივე ძალაუფლების ბრალეულობას წარმოაჩენს, რომლითაც ბუნებრივ გარემოში ხელოვნურად ვერევით.
ასევე ბევრი სხვა ადრეული ტექსტი ირიბად ეხება ისტორიულად კლიმატის ცვლილების ნიშნებს. დაკარგულ სამოთხეში მილტონი ჩივის, რომ შესაძლოა, ცივმა კლიმატმა დაუნესტიანოს ფრთა და საკუთარი შედევრის დასრულებაში ხელი შეუშალოს. ეს კარგად ასახავს იმ ფაქტს, რომ მას “მცირე გამყინვარების” ყველაზე ცივ პერიოდში მოუწია ცხოვრება.
ლიტერატურის ისტორიაში უძველეს ეპიკურ პოემასაც კი გილგამეშიანი (ქრ.შ-მდე 1800 წ.) ეტყობა კლიმატის ცვლილების კვალი. ეს ნაწარმოები მოგვითხრობს დიდ წყალდიდობაზე (ისეთივე, როგორსაც მოგვიანებით ძველ აღთქმაში ნოეს ისტორიიდან ვეცნობით), რაც, სავარაუდოდ, დიდი გამყინვარების დასრულების შედეგად მყინვარების დნობის გამო ზღვის დონის აწევის შესახებ საერთო კულტურული მეხსიერების ნაწილია.
კლიმატის ეს ისტორიული ცვლილებები ადამიანების მიერ გამოწვეული არ იყო, თუმცა მაინც შეიძლება იმ მნიშვნელოვანი მსგავსებების პოვნა, რომლებიც თანამედროვეობას შეეფერება. მართლაც, ბევრ კულტურაში სჯეროდათ, რომ ადამიანის ქმედებები და ბუნება გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, რასაც ძირითადად რელიგიური საფუძვლები ჰქონდა. დღეს ყველაზე ირონიული ისაა, რომ დედამიწის კლიმატის, როგორც შესწავლის საგანის, განვითარება, მკაფიოდ გამოცალკევებულია ადამიანის ცხოვრებისგან და უფრო მეტად დაკავშირებულია ნახშირბადის მწარმოებელი კაპიტალიზმის განვითარებასთან.
2. როგორ აღვიქვამთ ბუნებას
ადრეული ლიტერატურული ნიმუშების წაკითხვა ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკვირდეთ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ბუნების შესახებ თანამედროვე წარმოდგენები. მაგალითად, "დიადი ბუნების" რომანტიკულმა იდეალმა, რომელიც ხშირად აღინიშნებოდა როგორც მთებისა თუ უფსკრულების თვალუწვდენელი, ამაღელვებელი პეიზაჟები, გავლენა იქონია იმაზე, რომ დღეს ასეთ ადგილებს ეროვნული პარკების სახელით ვაფასებთ და ვიცავთ.
იმის გააზრება, რომ მსგავსი ლანდშაპტები ბოლომდე ბუნებრივი არაა და კულტურული დისკურსისა და პრაქტიკის შედეგად დროთა განმავლობაში წარმოებულია — ჩვენ ამ ტერიტორიებს გარკვეული მიზეზით ვიცავთ სხვებისგან, შესაძლებლობას გვაძლევს, ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება მათი უკეთესად მოწყობა როგორც ადამიანების, ისე სხვა არსებების კეთილდღეობისთვის.
ასევე ვაცნობიერებთ, თუ რა დიდი როლი ითამაშეს მე-18 საუკუნესა და მე-19 საუკუნის დასაწყისში ისეთმა ბუნების მგოსნებმა, როგორებიც არიან თომას ბიუიკი, შარლოტ სმითი და გილბერტ უაითი, ბუნებრივი თეოლოგიის განვითარებაში: თეორიის, რომელიც ამტკიცებს, რომ ღმერთს ბუნების კომპლექსურ სტრუქტურაში უნდა ვეძიებდეთ. ძველი ლიტერატურა ასევე კრიტიკულად იყო განწყობილი ისეთი გავრცელებული იდეების მიმართ, როგორიცაა ევოლუციის თეორია, რომელიც ბუნების ფენომენს სრულიად სეკულარულად აღიქვამს. ლიტერატურა არა მხოლოდ ასახავს ბუნების შესახებ წარმოდგენების ცვლილებას, არამედ განაპირობებს კიდეც მათ.
ადრინდელი ტექსტები გვეხმარება, გავიგოთ, გარემოს განვითარებასთან დაკავშირებით როგორია თანამედროვე კულტურული შეხედულებები, რაც თავის მხრივ შესაძლებლობას გვაძლევს, გავაცნობიეროთ, რომ მსგავსი პოზიცია არ არის ისეთი "ბუნებრივი" და მუდმივი, როგორც ჩანს. ეს მოცემულობა გვაჩვენებს, რომ დღეს, როცა ჩვენი დამოკიდებულება გარემოს მიმართ უდავოდ გაუმჯობესებულია, შესაძლებელია, მომავალში უკეთესობისკენ კიდევ უფრო შეიცვალოს.
3. აზროვნების ფორმები
ის დამოკიდებულებები, რომლებსაც ადრეულ ლიტერატურულ ტექსტებში ბუნების შესახებ ვაწყდებით, ხშირად სადავო და შემაძრწუნებელიც კია: მაგალითად, 1877 წელს გამოქვეყნებული შავი სილამაზის მსგავს წიგნებში ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ნორმალიზება.
თუმცა, ამავდროულად უფრო დამაიმედებელ შეხედულებებსაც ვაწყდებით. მაგალითად, 1755 წელს მომხდარ ლისაბონის მიწისძვრაზე დაწერილი ვოლტერის პოემა ბრალეულობის ეთიკაზე დასაფიქრებლად და თანამედროვე კატასტროფების, როგორიცაა 1995 წლის კობესა და 2009 წელს ლ’აკვილა მიწისძვრები, ოპტიმიზმის წყაროდ გამოიყენება.
ძველი ლიტერატურის წაკითხვა ამასთანავე გვაძლევს შესაძლებლობას, ბუნებრივი სამყარო ისეთივე დავაფასოთ, როგორიც არის. ჯეიმს თომსონის პოემაში სეზონები (1730 წელი) ბუნების აღწერასთან დაკავშირებით სემუელ ჯონსონმა (მე-18 საუკუნის ინგლისელი მწერალი) აღნიშნა, რომ ავტორი მკითხველს "იმას აჩვენებს, რაც მანამდე არ უნახავს და იმ გრძნობებს აღწერს, რაც მანამდე არ განუცდია". თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მუდმივ გონებაგაფანტულობაში თომსონის, დოროთი უორდსვორთისა და ჯონ კლერის მსგავსი მწერლების შემოქმედება გვეხმარება, რომ ცოტა ხნით დავფიქრდეთ, ყურადღება მივაქციოთ და შევიყვაროთ ბუნება.
ადრეული ლიტერატურა გვახსენებს, თუ როგორი დაუცველები ვართ სტიქიური ძალების წინაშე. ქარიშხლის ცნობილი აღწერა მეფე ლირიდან გვაჩვენებს, თუ როგორი ამაოა ლირის გადარჩენის მცდელობა:
"პატარა, მაგრამ მამაცი თავის გარემოცვაში,
ცდილობს, აქეთ-იქით მობობოქრე ქარს და წვიმას წინ აღუდგეს".
შექსპირს, შესაძლოა, გამძვინვარებული ამინდის მხატვრულად გადმოცემა სურდა, თუმცა მთელი პიესა გვახსენებს, რომ ქარიშხალი იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ადამიანს მისი აღწერისა და გადმოცემის უნარი არ შესწევს.
ამავე დროს, ლიტერატურა გვახსენებს, რომ გარემოს ცვლილებებზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. შესაძლოა, პრემოდერნული და ადრემოდერნული შეხედულებები აღარ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კლიმატის ცვლილება ცუდი საქციელის გამო ღვთისგან მოვლენილი სასჯელია, მაგრამ როცა მილტონი აღნიშნავს, რომ ადამიანის დაცემამ სამოთხის წარუვალი გაზაფხული "მსუსხავი სიცივითა და მწველი სიცხით" ჩაანაცვლა, ეს მკაფიო მეტაფორით ეხმიანება თანამედროვე კრიზისს.
ადრეული ლიტერატურა საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, თუ როგორ ეხმაურებოდნენ მწერლები კლიმატის ცვლილებას, შევნიშნოთ, თუ როგორ იმოქმედა მათმა მოსაზრებებმა თანამედროვე შეხედულებებზე და ბუნებასთან დაახლოების გზები აღმოვაჩინოთ. კლიმატის კრიზისზე საუბრისას მხოლოდ ტექნოლოგიურ გამოსავალზე არ უნდა ვიფიქროთ. ასევე საჭიროა მნიშვნელოვანი კულტურული ძვრები, ამის განსახორციელებლად კი წარსული იდეების გადააზრება და ხელახლა შეცნობაა საჭირო: რამ მიგვიყვანა ამ შედეგებამდე და როგორ შეიძლება მოვაგვაროთ არსებული პრობლემები.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები