ვინ სთხოვა დახმარება დავით ხიდაშელს: ივანიშვილმა თუ მაისურაძემ?
კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, დავით ხიდაშელის თქმით, რუკების მოძიება მას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა. ამავე დროს, დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ხიდაშელის ჩვენებასა და საჯარო განცხადებას შორის აცდენაა.
კერძოდ, ჩვენებაში, რომელიც On.ge-მ მოიპოვა, ხიდაშელი აღნიშნავს, რომ დახმარებისთვის მისი მეგობარი, ბეჟან მაისურაძე დაუკავშირდა.
საგამოძიებო ორგანოებს ხიდაშელი 2020 წლის 25 აგვისტოს ესაუბრა. ჩვენებაში წერია:
დავით ხიდაშელი ბეჟან მაისურაძეს ჩვენების სხვა მონაკვეთშიც ახსენებს. მისი თქმით, მაისურაძესთან ერთად ის 2020 პირველ აგვისტოს დაესწრო შეხვედრას, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტში გაიმართა და იქ რუკების საკითხი განიხილეს. ამასთან, ჩვენებაში მას საერთოდ არ უხსენებია ბიძინა ივანიშვილი და მისი ზარი.
უკვე გუშინ, 13 ოქტომბერს, დავით ხიდაშელმა ღამის კურიერთან ინტერვიუში თქვა, რომ 2019 წელს რუკების საკითხზე მას ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა. როგორც თვითონ ამბობს, ივანიშვილი 2017 წელს გაიცნო და მას შემდეგ არ უნახავს.
"2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავით გარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, მან მთხოვა დახმარება, რომ მომეძია რაღაც რუკა და რომ ჩავეძიე, რა გინდათ და რაში სჭირდება ჩემი დახმარება-მეთქი, მითხრა, დაურეკე ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის სამინისტრომ იცის ეს დეტალებიო", — თქვა ბიზნესმენმა.
ხიდაშელი იხსენებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ის თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამსახურს დააკავშირეს. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ის ამ დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდა დახმარება თავის მეგობარს, ბეჟან მაისურაძეს სთხოვა.
"ვთხოვე ჩემს მეგობარ ბეჟან მაისურაძეს, რომ ღარიბაშვილი თუ გახსოვს, ჩვენი სოფლის გვერდზე ცხოვრობდა ისიც, თავდაცვის სამინისტროში რომ მიხვიდე და გაიგო, ზუსტად რა უნდათ, ვინაიდან ტელეფონში არ მეუბნებიან, ძალიან დიდი თემაა, მიდი და ითამაშე იგივე კურიერის როლი", — თქვა ხიდაშელმა.
ხიდაშელისა და ივანიშვილის კავშირზე ისაუბრა დეკანოზმა, საბა ჭიკაიძემაც. მისი თქმით, რუკის მოძიებისთვის დავით გარეჯის აქრიმანდრიტმა, კირიონმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომელიც შემდეგ ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ივანიშვილი ამ თემით დაინტერესდა და დავით ხიდაშელს აცნობა.
ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აღნიშნავს, რომ ხიდაშელის ჩვენებასა და ინტერვიუს შორის მნიშვნელოვანი აცდენაა. მისივე თქმით, თვითონ ბეჟან მაისურაძე გამოკითხული არ არის და მისი პიროვნების შესახებ არაფერი იციან. აღსანიშნავია, რომ მაისურაძე ჩვენებაში ნოდარ ხორბალაძეს, კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც ჰყავს ნახსენები.
"ეს საკითხები დადგება სასამართლოში სანდოობის თვალსაზრისით. რომელი ჩვენებები უნდა გავიზიაროთ, რომელიც ფიცის ქვეშ არის მიცემული და შემდგომ საჯარო განცხადებებში აცდენილია? შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული საკითხები დამალულია", — აღნიშნა ადვოკატმა.
On.ge-მ სცადა დავით ხიდაშელთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები