ამბროლაურში აიიპ-ების თანამშრომლებზე საარჩევნო ზეწოლა მიმდინარეობს — კანდელაკი და კაციტაძე
ევროპული საქართველოს წევრები, გიორგი კანდელაკი და მაია კაციტაძე აცხადებენ, რომ ამბროლაურში მუნიციპალურის ააიპ-ების თანამშრომლებზე ზეწოლაზე მიმდინარეობს.
როგორც მაია კაციტაძემ განაცხადა, ამბროლაურში ააიპ-ების დირექტორებს დაევალათ სპეციალური ცხრილის შევსება, სადაც თანამშრომლების პერსონალურ ინფორმაციასთან ერთად, უნდა დაეწერათ, ვის აძლევენ ისინი ხმას.
"ნებისმიერი სამსახურის მიერ თანამშრომლების აღწერა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. სწორედ ასეთი საქმიანობითაა დაკავებული ამბროლაურის მერია. 12 ოქტომბერს, საგანგებო შეხვედრების შემდეგ, ყველა ააიპ-ის დირექტორს დაევალა სპეციალური ცხრილის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, რომელ მაჟორიტარობის კანდიდატს აძლევს ხმას და რომელ პარტიას. ეს უბრალოდ კრიმინალია", — განაცხადა კაციტაძემ.
გიორგი კანდელაკის თქმით, საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი ქართულ ოცნებას ხმას მაინც არ მისცემს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ სიაში ფიგურირებენ დამლაგებლებიც და ზეწოლა მათზეც ხორციელდება.
"ამბროლაურშიც, წყალტუბოშიც, სადაც მე ვაწარმოებ ევროპული საქართველოს კამპანიას და სხვაგანაც, მუნიციპალური ააიპები სავსეა წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებით, რომლებმაც არც კი იციან, რაში იღებენ ხელფასს. ამავე დროს, კეთილსინდისიერ თანამშრომლებზე ამხელა ზეწოლაა, რისი არსებობა სწორედაც ოცნების ნერვიულობაზე მიუთითებს და მათ გარდაუვალი მარცხისგან ვერ იხსნის", — აცხადებს კანდელაკი.
On.ge დაუკავშირდა ამბროლაურის მერს, ზვიად (დავით) მხეიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ბრალდების შესახებ პირველად გაიგო, თუმცა ბრიფინგს ნახავს და "სიტუაციასაც გაარკვევს".
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები