მძიმე მრეწველობაში დასაქმებულთა პენსია, სოციალური შემწეობაზე ორჯერ მეტი იქნება — ლელო
ლელოს იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, ანი მიროტაძემ და ანა ბიბილაშვილმა ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას გააცნეს პარტიის ხედვა — შესთავაზება მაღაროელებს.
ლელოში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში, მათი ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი შეეხება მძიმე მრეწველობაში დასაქმებული ადამიანებისთვის პენსიის ზრდას. როგორც პარტიაში განმარტავენ, ეს ადამიანები, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, გაორმაგებულ პენსიას, 440 ლარს, აიღებენ.
საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანი მიროტაძის თქმით, აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, დასრულდება ის უსამართლობა, რომელიც წლებია ვლინდება მაღაროელების მიმართ.
"ლელოს "მარშალის გეგმის" მიხედვით, პენსიონერის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ხარჯები დაზღვეული იქნება. ჩვენი პროექტის — თაობა თაობისათვის — მიხედვით, პენსიაზე გასვლის შემდეგ, 3 წლის განმავლობაში, პენსიონერს შეუძლია გახდეს ახალგაზრდა თანამშრომლის მენტორი. მას ექნება ხელფასი და შეუნარჩუნდება პენსია. ასევე პენსიონერების ბარათი 65+ პენსიონერს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლოს უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ლელოს "მარშალის გეგმის" მიხედვით, სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული კომპანიები ვალდებული იქნებიან ბირჟაზე განათავსონ მათი აქციების მინიმუმ 20% და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს გახდეს ამგვარი კომპანიების თანამფლობელი. სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში არსებული მანგანუმის საბადოები გამოირჩევა მადნის მაღალი ხარისხით, დიდი სამრეწველო მარაგით და მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობით. სწორედ ეს მომხიბვლელი ხარისხი და სამრეწველო მარაგია ის მთავარი გარემოება, რის გამოც ჭიათურელები ვერ იგერიებენ სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მსურველებს, მსუყე მადის მქონე სახელმწიფო მოხელეებს და მარიფათიანობის უნარის მქონე დაწინაურებულ "ბიზნესმენებს", რომლებმაც გამოხრეს ეს ქალაქი და მთელი ქვეყანა. არავისთვის უცხო არ არის, რომ ამ სიმდიდრეს მთლიანად განაგებს ბიძინა ივანიშვილი უჩა მამაცაშვილის და მისი ხელის ბიჭების ხელით. ანუ, ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა, ბოლოს და ბოლოს, ხელში ჩაიგდო ეს უზარმაზარი ქონება. საუბარია ათეული მილიარდობით ღირებულების მქონე ეროვნულ სიმდიდრეზე", — განაცხადა ანი მიროტაძემ.
მიროტაძე ამბობს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ჩატარდა აუქციონი, რომელზეც ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან ერთად, ჭიათურ-მანგანუმის აქტივებიც გაიყიდა.
"აუქციონში გაიმარჯვა ვაჭრობის ერთადერთმა მონაწილემ, ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედმა, რომელიც მანამდე ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელი გახდა. კომპანიამ მოიპოვა ლიცენზია 49 წლიანი ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული სიმდიდრის მოპოვებას ეს კომპანია აპირებს 2055 წლამდე. სახელმწიფოს და აღნიშნულ კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებას ადევს საიდუმლო გრიფი. გარიგების გაფორმებისას, ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედი საკმაოდ ცნობილი ბრიტანული კომპანიის, სტემკორის შვილობილი კომპანია იყო. 2017 წლის მაისიდან ჯორჯიან მანგანეზის ქონებას საწარმოს ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად მართვის უფლებით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი განაგებს. საწარმოს სპეციალური მმართველია ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც ბიზნესმენის და ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მარჯვენა ხელის, გიორგი კაპანაძის ბიზნეს ჯგუფის წევრია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარემოზე მიყენებული უზარმაზარი ზარალის გამო, საუბარია 365 მილიონზე, საწარმოში შევიდა დროებითი მმართველი. თუმცა, არც ეს თანხა გადაუხდიათ", — განაცხადა მიროტაძემ.
მიროტაძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპეციალური მმართველი დაინიშნა სალიცენზიო და სანებართვო პირობების დროული და თანმიმდევრული შესრულების უზრუნველსაყოფად. მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპეციალური მმართველი ყოველთვიურად წარუდგენს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების ანგარიშს, მაგრამ, ასეთი ანგარიში ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ არის.
ბრიფინგის მსვლელობისას, ზესტაფონსა და ტყიბულში გარემო პირობების გაუარესებაზე ისაუბრა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანი ბიბილაშვილმა.
"ზესტაფონში, ტყიბულში და უკვე თერჯოლაში, არის სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები, რომელსაც ქმნის ფერო და ტყიბულის ქვანახშირის საწარმო. უკვე თერჯოლაშიც იქნება ახალი მცირე საწარმოები, რომელიც ჰაერს აბინძურებს. ზესტაფონში, დასაქმების შემდეგი პრობლემა ჰაერის ხარისხის გაუარესებაა. როდესაც ადამიანებს ვხვდები, მეკითხებიან, რას ვაპირებთ ეკოლოგიასთან დაკავშირებით. ზესტაფონიდან გაედინება მილიონობით ლარი და არაფერი არ რჩება ქალაქში გარდა დაავადებებისა და ეკოლოგიური პრობლემებისა. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ ხდება კონტროლი, არ ვიცით ზუსტი ციფრები, არ გვაწვდიან კონკრეტულ მონაცემებს. "მარშალის გეგმით" და ლელოს ინიციატივით ყველა იმ საწარმოს შემოსავლის 20%, რომელსაც აქვს სახელმწიფო ლიცენზია და გავლენას ახდენს ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, აუცილებლად უნდა გავიდეს ბირჟაზე და გადავიდეს მოსახლეობის ხელში. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საპენსიო ასაკი გადაიხედოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასეთ მძიმე შრომას ეწევიან", — განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები