რას გვიყვება მსოფლიო მითოლოგია სიყვარულის მრავალფეროვნებაზე
დღეს ხშირად სხვადასხვა ორიენტაციის თუ გენდერის მქონე ადამიანების მიუღებლობას რელიგიური წარმოდგენებით ამართლებენ: რომ ეს "ცოდვაა", "ნორმალური არ არის" და ღმერთი ამის გამო დაგვსჯის. მსგავს რადიკალურ შეხედულებებს მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული უმეტესი რელიგიის მიმდევრებში ვაწყდებით და ისინი, როგორც წესი, მცდარად თუ ჭეშმარიტად, ამავე სარწმუნოების მოძღვრებებს იშველიებენ საკუთარი შეუწყნარებლობის გასამართლებლად.
ამის გამო, შეიძლება, შთაბეჭდილება დაგვრჩეს, რომ არაჰეტეროსექსუალი ადამიანები ყველა კულტურასა და საზოგადოებაში მუდამ იდევნებოდნენ და ჰომოსექსუალობა, ბისექსუალობა და ტრანსგენდერობა ყოველთვის არანორმატიულად ითვლებოდა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წარმოდგენა აბსოლუტურად მცდარია: კაცობრიობის ისტორიას დღემდე შემორჩა ის უძველესი რელიგიური რწმენა-წარმოდგენები, რომელთა მიხედვითაც, მსგავსი ადამიანები არა თუ მარგინალებად ითვლებოდნენ, არამედ წმინდა თვისებებიც კი მიეწერებოდათ.
შეგახსენებთ, რომ მითოლოგია იმ წარმოდგენების ანარეკლია, რაც კონკრეტულ საზოგადოებაში იყო გავრცელებული. შესაბამისად, ეს ისტორიები არა მხოლოდ ზღაპრულ თუ შთამბეჭდავ ამბებად, არამედ სხვადასხვა ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შესაფასებელ კრიტერიუმადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ახლა სწორედ მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის მითოლოგიიდან რამდენიმე საინტერესო მაგალითის შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც როგორც ადამიანების, ისე ღვთაებებს შორის ურთიერთობების მრავალფეროვანი ფორმების საილუსტრაციოდ გამოდგება.
ბერძნული მითოლოგია
ბერძნულ მითოლოგიაში, ალბათ, ყველაზე ხშირად ვაწყდებით სიყვარულისა და სექსის ისტორიებს, თანაც ისე, რომ მისი გმირები უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ ცნობდნენ ისეთ "დაბრკოლებას", როგორიც გენდერია: ყველასთვის კარგად ნაცნობი ღმერთი ზევსიც კი, საკუთარი ინტერესის ობიექტთან ურთიერთობის დასამყარებლად ტრანსფორმირდებოდა და სასურველ სხეულს იძენდა, მნიშვნელობა არ არ ჰქონდა, ქალი იყო ის, თუ კაცი.
ზევსის მსგავსი მრავალფეროვანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თითქმის ყველა ღმერთს, რომელიც ბერძნული მითოლოგიიდან შეიძლება გაგახსენდეთ, თუმცა ამჯერად რამდენიმე განსაკუთრებულ და შედარებით ნაკლებად ცნობილ შემთხვევაზე შევჩერდებით.
ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პერსონაჟი ტირესიასია, რომლის ამბავიც ტრანსფორმაციის უჩვეულო გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს: ახალგაზრდა ასაკში ის მთა კილენეზე ერთმანეთზე გადახვეულ ორ გველს გადააწყდა და მათ ჯოხით გაუსწორდა. ამ საქციელმა ჰერა, ოჯახისა და ქორწინების ქალღმერთი, განარისხა და ტირესიასი ქალად გადააქცია. ამის შემდეგ ტირესიასი ჰერას ემსახურებოდა, რა დროსაც იქორწინა კიდეც და შვილებიც ეყოლა. შვიდი წლის შემდეგ კი კვლავ კაცი გახდა.
ერთ-ერთი მითის მიხედვით, როცა ჰერა და ზევსი კამათობდნენ, სექსში ვინ უფრო მეტ სიამოვნებას იღებს — ქალი თუ კაციო, ზევსმა საბოლოო სიტყვის სათქმელად სწორედ ტირესიასი იხმო, რადგან მას ორივე სქესით ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა. ჰერა მიიჩნევდა, რომ უპირატესობა კაცის მხარეს იყო, ზევსის აზრით კი ქალისკენ. ტირესიასმა უთხრა მათ, რომ მეტ სიამოვნებას ქალი იღებს. კამათში დამარცხების გამო გაგულისებულმა ჰერამ ტირესიასი კვლავ დასაჯა და ამჯერად ის დააბრმავა.
კიდევ ერთი ასეთი გამორჩეული ისტორია აქვს ჰერმაფროდიტს, რომელიც აფროდიტესა და ჰერმესის შვილია. ის ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა ანდროგინული სილამაზისა, რადგან თავის თავში ორივე სქესს აერთიანებდა: სალმაკიდას წყაროში ბანაობისას ეს მომხიბვლელი ბიჭი ქალ ნიმფას შეუყვარდა და ღმერთებს სთხოვა, ისინი არასდროს განეცალკევებინა ერთმანეთისგან. ღმერთებმაც ისმინეს მისი და ორივე ერთი სხეულის განუყოფელი ნაწილები გახდნენ.
დღეს ჰერმაფროდიტი ინტერსექსი ადამიანების უძველეს სიმბოლოდ ითვლება.
ეგვიპტური მითოლოგია
სიახლე არავისთვისაა, რომ უძველეს თქმულებებს შორის ეგვიპტური მითოლოგია ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ერთმანეთზე უფრო საინტერესო ამბებითაა სავსე. მათ შორისაა ქალღმერთ ისიდას მითი, რომელიც იმასთან ერთად, რომ დედობისა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა, ამავდროულად, როგორც ჩანს, გენდერული იდენტობის შეცვლაც ხელეწიფებოდა: ერთი გადმოცემის თანახმად, ქალი, რომელიც გოგოზე იყო ორსულად, შეევედრა ისიდას, რომ დახმარებოდა, რადგან მის ქმარს ბიჭი შვილი უნდოდა. ისიდამ უთხრა, რომ ბავშვი გაეჩინა და როგორც ბიჭი, ისე გაეზარდა. მართლაც დაიბადა იფისი, რომელსაც ბიჭად ზრდიდნენ. როცა გაიზარდა, მას მშვენიერი ასული შეუყვარდა და მასზე დაქორწინება სურდა, რისთვისაც ისიდას ტაძარში წავიდა და ქალღმერთს სთხოვა, მისთვის სქესი შეეცვალა. მას ეს თხოვნა აუსრულდა და დაქორწინებაც მოახერხა.
მკვლევრები ბოლომდე ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რამდენად სოლიდარული იყო ძველი ეგვიპტური საზოგადოება სხვადასხვა ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ, თუმცა, ფაქტია, მსგავსი პირების შესახებ არათუ მითოლოგიიდან, არამედ ისტორიული ცნობებიდანაც არაერთი ამაღელვებელი ამბავი შემორჩა. ამის მაგალითად კი ხნუმჰოტეპისა და ნიანხნუმის ურთიერთობაც გამოდგება.
ეს ორი კაცი ქრისტეს შობამდე დაახლოებით 2 345 წელს ემსახურებოდნენ ფარაონ ნიუსერას. მათი ისტორია იმითაა გამორჩეული, რომ ორივე მათგანს ჰყავდა ცოლი და შვილები, თუმცა როცა გარდაიცვალნენ, ორივე ერთად, მასტაბას ტიპის აკლდამაში დაკრძალეს. აკლდამაში მათი არაერთი გამოსახულებაა შემორჩენილი, რომლებზეც ორი კაცი ერთმანეთს ცხვირით ეხება. სწორედ ამის გამო ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მათ სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ და თან ეს იმდროინდელ ეგვიპტურ საზოგადოებაში მისაღებად ითვლებოდა, რადგან მაშინ ცხვირით შეხება კოცნის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.
ჩინური მითოლოგია
სხვა ბევრი კულტურის მსგავსად ჩინური მითოლოგია, წარსული გამოცდილების მიხედვით, ბევრს გვიყვება არაჰეტერონორმატიული გამოცდილებების შესახებ. მათ შორისაა ფოლკლორულ თქმულებებში გავრცელებულია ისტორიები, რომელთა მიხედვითაც, შეყვარებული წყვილი მომავალ ცხოვრებაში საპირისპირო სქესს იღებს. წრფელი გრძნობის შემთხვევაში, მათ კვლავ უყვარდებათ ერთმანეთი, რაც სიყვარულის რეინკარნაციას გენდერის ცვლილების შემთხვევაშიც კი შესაძლებლად წარმოაჩენს.
ასევე ცნობილია კურდღლის სულის ღვთაების ლეგენდა, რომელიც თავდაპირველად კაცი იყო და ერთ-ერთი სახელმწიფო წარმომადგენელი, თავისივე სქესის ადამიანი შეუყვარდა. ამის გამო ის სიკვდილით დასაჯეს, თუმცა ღმერთებმა წრფელი სიყვარულის გამო ის პირიქით — დააჯილდოვეს და მას შემდეგ ჰომოსექსუალური ურთიერთობის ღვთაებად, მცველად გადაიქცა.
სკანდინავიური მითოლოგია
მართალია, სკანდინავიურ მითოლოგიაში კაცებს შორის სექსუალური კონტაქტისას დამამცირებლად ითვლებოდა მხოლოდ იმის საქციელი, ვინც პასიურ როლშია, თუმცა ამავე ხალხურ თქმულებებში ჰომოსექსუალური ურთიერთობების არაერთ შემთხვევას ვაწყდებით.
მაგალითად, ცნობილია, რომ ცეცხლის ღმერთ ლოკს ნებისმიერი ცხოველის ფორმის მიღება და ამავდროულად სქესის შეცვლა შეეძლო. ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ის ხშირად იქცეოდა დედალ ცხენად და ცნობილი რვაფეხიანი ულაყი სლეიპნირიც გააჩინა. დღემდე შემორჩენილ თქმულებებს შორის ასევე შემონახულია ოდინის, გერმანიკულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღვთაების შესახებ ცნობები, რომ ისიც ხშირად იცვლიდა სქესს, რათა კაცები ეცდუნებინა.
ამ სტატიაში თავმოყრილი ისტორიები მსოფლიო ხალხთა თქმულებებიდან მხოლოდ ნაწილია იმ საინტერესო, უჩვეულო და მრავალფეროვანი გამოცდილებებისა, რომელთაც კონკრეტული კულტურების მითოლოგია სქესზე, გენდერსა და სექსუალობაზე გვთავაზობს. სიმბოლურად თუ ზღაპრულად გადმოცემული ამბები კი იმის გააზრებაში გვეხმარება, რომ გარკვეულ შეხედულებებს კონკრეტული დრო და იმ ეპოქაში მიმდინარე კულტურული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროცესები განაპირობებს. შესაბამისად, ის, რაც უცვლელი ჭეშმარიტება და ნორმა გვგონია ახლა, თუნდაც კაცობრიობის ისტორიის მაგალითით მტკიცდება, რომ ასე სულაც არ არის.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები