ხარისხიანი ელექტრომოწყობილობების ხუთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი
რას ნიშნავს თქვენთვის ხარისხიანი ტექნიკა? რა აუცილებელი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ელექტროდანადგარმა იმისათვის, რომ ის შეიძინოთ?
თანამედროვე მსოფლიოში მომხმარებელი მიიჩნევს, რომ ტექნიკამ არა მხოლოდ კომფორტი უნდა შეუქმნას ადამიანებს, არამედ ის, პირველ რიგში, ეკოლოგიური და ენერგოეფექტურიც უნდა იყოს. ამასთან, კომფორტის ცნება სხვა საფეხურზე გადაიყვანა ჭკვიანმა ტექნოლოგიებმა. დისტანციურად სამართავი ტექნიკა, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს ჩვენს სახლში დაბრუნებამდე — ესაა ის, რაც თანამედროვე მომხმარებელს სურს.
და მაინც, როგორია თანამედროვე ხარისხიანი ტექნიკის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომლებიც მათი შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ? რით განსხვავდება პრემიუმ-ბრენდების ტექნიკა საშუალო კლასის ბრენდებისგან? და როგორ უნდა ავირჩიოთ საუკეთესო ტექნიკა იმ ფასში, რა ბიუჯეტიც გვაქვს?
ამ კითხვებზე პასუხები ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, გრანდ ელექტრონიქსის ექსპერტ კონსულტანტებმა მოგვიმზადეს:
ტექნოლოგია ხარისხიანია, თუკი ის ნაკლებ ენერგიას მოიხმარს
ექსპერტები დღესდღეობით ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ თანამედროვე ტექნიკამ ნაკლები ენერგია უნდა მოიხმაროს (დღეს ნებისმიერ ტექნიკაზე ენერგოეფექტურობის განმსაზღვრელი დონის ნიშანს აუცილებლად მონახავთ). D-დან A+++-მდე ნიშნები ყველა საოჯახო ტექნიკაზეა მიკრული. ენერგოეფექტურობის ეს რეიტინგი ევროკავშირმა შეიმუშავა, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სწორედ ასე ფასდება ტექნიკა ენერგორესურსების დაზოგვის კუთხით. ენერგოეფექტური ტექნიკის სიმძლავრე ზუსტად იგივეა, რაც ნაკლებად ეკოლოგიურის. თუმცა, მათ მიერ ელექტროენერგიის მოხმარება განსხვავდება. გარდა ამისა, ენერგოეფექტური მოწყობილობების მნიშვნელოვანი დადებითი მხარე ისაა, რომ სხვა მოწყობილობებთან შედარებით კიდევ უფრო ჩუმად მუშაობენ, რაც როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენებაზე, ასევე კომუნალური გადასახადების მოცულობაზეც აისახება.
მრავალფეროვანი ჭკვიანი რეჟიმები ერთ მოწყობილობაში
მაგალითად, წელს ტექნოლოგიის გიგანტებმა ისეთი ჭურჭლის სარეცხი მანქანები გამოუშვეს ბაზარზე, რომლებიც ჭურჭლის დასვრის ხარისხს ცნობენ და ავტომატური რეჟიმით თავადვე განსაზღვრავენ რა ოდენობის სარეცხი სითხე, წყლის როგორი ტემპერატურა და რეცხვის რომელი რეჟიმი დასჭირდება მათ გასუფთავებას. მეტიც, ჭურჭლის სარეცხი მანქანა უკვე სმარტფონის აპლიკაციასთანაა დაკავშირებული. ასე რომ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ადგილიდან, შეძლებთ მოწყობილობისათვის შესაბამისი ბრძანების მიცემას. უკვე დიდი ხანია, რაც სარეცხ მანქანებს რეცხვის პროცესში სარეცხის დამატების ფუნქციაც დაემატა. Mitsubishi electric-ის უახლესი კონდიციონერები კი "გრძნობენ" ოთახში მყოფ ადამიანებს და ცივი ჰაერის ნაკადს სხვა მხარეს მიმართავენ.
ტევადობა და სიმძლავრე
მიუხედავად ენერგოეფექტურობაზე ასეთი გაზრდილი მოთხოვნისა, ტექნიკის გიგანტები არ წყვეტენ იმაზე ფიქრს, თუ როგორ უნდა დარჩეს ელექტრომოწყობილობა მძლავრი და ამავდროულად, თანამედროვეობის მნიშვნელოვან გამოწვევებს უპასუხოს. ამის გათვალისწინებით, როდესაც ტექნიკის საყიდლად მიდიხართ, ექსპერტი კონსულტანტი აუცილებლად გკითხავთ, თუ რამდენი ადამიანი და რამხელა ფართობზე გამოიყენებს ამა თუ იმ მოწყობილობას, რათა განსაზღვროს ის ტევადობა და სიმძლავრე, რაც მომხმარებელს რეალურად სჭირდება. შესაბამისად, ტევადობისა და სიმძლავრის ენერგოეფექტურობასთან შეფარდებით, კონსულტანტი აუცილებლად გამოიანგარიშებს თქვენთვის ყველაზე მისაღებ ვარიანტს.
ფერი და დიზაინი კვლავ მნიშვნელოვანია
იყო დრო, როცა ტექნიკის ვიზუალი ყველგან მოსაწყენად გამოიყურებოდა — პრიალა, თეთრი დიზაინით. დღეს, საერთო სურათი მკვეთრადაა შეცვლილი. ტექნიკის ისეთი გიგანტები, როგორიცაა SHARP, Mitsubishi Electric, BERETTA, WARMHAUS და სხვა, ცდილობენ მომხმარებელს სახლისა თუ საოფისე ინტერიერზე მაქსიმალურად მორგებული ტექნიკა შესთავაზონ.
ფერებს შორის დღესდღეობით ტრენდულია მუქი, გლუვი შავი, ვერცხლისფერი, რძისფერი თეთრი და პრიალა წითელი ტონალობები. რაც შეეხება დიზაინს, ის ახლა უკვე მაქსიმალურად ერგება ტექნიკის მრავალფუნქციურობას.
გამძლე და ხარისხიანი ტექნიკა
და ბოლოს, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ტექნიკა აუცილებლად უნდა იყოს გამძლე. რაც უნდა მაღალი გეჩვენოთ თავდაპირველად ფასი, გამძლე მოწყობილობა გრძელვადიან პერსპექტივაში თანხებს აუცილებლად დაგიზოგავთ. ეს თანაბრად ეხება როგორც მსხვილ, ასევე წვრილ ტექნიკას. ამასთანავე, რა თქმა უნდა, გამძლე და ხარისხიანი ტექნიკის არჩევა როგორც პრემიუმ, ისე საშუალო ბრენდებშიც თავისუფლად შეიძლება.
თანამედროვე, ხარისხიანი და ენერგოეფექტური ჭკვიანი მოწყობილობების შეძენა ტექნიკის მაღაზიათა ქსელ გრანდ ელექტრონიქსის ხუთივე ფილიალშია შესაძლებელი. თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს, როგორც იცით, იქ ექსპერტ-კონსულტანტები მარტივად განსაზღვრავენ. გარდა ამისა, გრანდ ელექტრონიქსის ონლაინ-მაღაზია მიტანის სერვისით უკვე 24/7-ზე მუშაობს, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო უადვილებს ტექნიკის შესყიდვის პროცესს.
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
კომენტარები