ხოაკინ ფენიქსი რიდლი სკოტის ფილმში ნაპოლეონის როლს ითამაშებს
მსახიობი ხოაკინ ფენიქსი და რეჟისორი რიდლი სკოტი კვლავ ითანამშრომლებენ, რათა ახალი ეპიკური ისტორიული დრამა გადაიღონ.
მომავალი ფილმის სახელწოდებაა ჯარისკაცის ზურგჩანთა (Kitbag) და ის ნაპოლეონ ბონაპარტის შესახებ მოგვითხრობს: რევოლუციის გენერალი, რომელიც ფრანგთა ემპერატორი გახდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფილმის სათაური შემდეგი ფრაზიდან გამომდინარეობს: "ყოველი ჯარისკაცის ზურგჩანთაშია დამალული გენერლის ნივთები".
როგორც რიდლი სკოტის, ისე ხოაკინ ფენიქსის შემოქმედების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ თანამედროვე კინოსამყაროს ამ ორ ცნობილ ხელოვანს 2000 წელს გამოსული ასევე ეპიკური ისტორიული დრამა გლადიატორი აერთიანებთ: ფილმში ფენიქსი რომაელი იმპერატორი კომოდუსის როლს ასრულებს.
როგორც ჩანს, ის მალე კიდევ ერთი ცნობილი ისტორიული ფიგურის როლს მოირგებს.
ჯარისკაცის ზურგჩანთის სიუჟეტი როგორც ნაპოლეონის რთული სამხედრო თუ პოლიტიკური ცხოვრების, ისე თავის ცოლთან, ჟოზეფინასთან ურთიერთობის შესახებაც მოგვითხრობს. სცენარზე დევიდ სკარპა იმუშავებს, რომელიც წარსულში ასევე რიდლი სკოტის ფილმის სამყაროს მთელი სიმდიდრე (All the Money in the World) სცენარისტი იყო.
აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ახალი პროექტი არ არის, რომელზეც 82 წლის რეჟისორი რიდლი სკოტი მუშაობს: როგორც ცნობილია, მან ცოტა ხნის წინ დაასრულა ფილმზე The Last Duel მუშაობა, რომელშიც მეთ დეიმონი, ჯოდი კომერი, ბენ აფლეკი და ადამ დრაივერი მონაწილეობენ.
რაც შეეხება ხოაკინ ფენიქსს, ყველას გვახსოვს მისი წარმატება გასული წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ფილმში ჯოკერი მონაწილეობით: კაცის საუკეთესო როლისთვის ოსკარი მიიღო. სიახლეებია 45 წლის მსახიობის არა მხოლოდ კარიერაში, არამედ პირად ცხოვრებშიც: სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ფენიქსი და რუნი მარა მშობლები გახდნენ.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ნაპოლეონის შესახებ მასშტაბური ფილმის გადაღება ლეგენდარულ რეჟისორ სტენლი კუბრიკსაც სურდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განახორციელა. შესაბამისად, ორმაგად საინტერესოა, თუ როგორ შეასხამს ამ დამაინტრიგებელ იდეას რიდლი სკოტი ხოაკინ ფენიქსის დახმარებით.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები