პრემიერმინისტრის განცხადებით, ხვალიდან თბილისსა და იმერეთში 22 საათიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

გახარიამ მიზეზად თბილისსა და იმერეთში კორონავირუსის შემთხვევების მატება დაასახელა. მსგავსი შეზღუდვა დაწესებულია აჭარაშიც.

15 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური საავადმყოფოს ბოსქირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 919 შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში 286 ახალი შემთხვევაა, იმერეთი — 104, სამეგრელო — 57, ქვემო ქართლი — 44, შიდა ქართლი — 21, კახეთი — 13, გურია — 13, მცხეთა — 11, სამცხე-ჯავახეთი — 3, რაჭა — 1.

მარინა ენდელაძის თქმით, 15 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, სულ — 113, გამოჯანმრთელდა — 208. საქართველოში სულ 14 440 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 7 367 უკვე გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 792 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 042 პირი მკურნალობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: