ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, პარტიის მერობის კანდიდატთან, ამირან ძოწენიძესთან ერთად ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მოსახლეობას "გარდამტეხი ცვლილებების გეგმა" გააცნო.

ოთარ კახიძის თქმით, ქალაქს სჭირდება ახალი ფუნქცია და პერსპექტივა, ხოლო ევროპული საქართველოს გეგმა, როგორც კახიძემ აღნიშნა, არის რეალისტური და ქუთაისს მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს პირველივე წელს.

"დღეს, გამსახურდიას მაცხოვრებლებს გავაცანი ევროპული საქართველოს გეგმა, რომელიც არის რეალისტური და ქუთაისს გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს პირველივე წელს. ქალაქს სჭირდება ფუნქცია და ახალი პერსპექტივა, რომ მოსახლეობას სამუშაოს საძებნელად არ უწევდეს სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში წასვლა", — განაცხადა კახიძემ.