ჩვენი მიზანია განათლებაში ფუნდამენტური ცვლილებების ინიცირება — მაია კუკავა
პარტია რეფორმერის ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კუკავა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს და ადგილობრივების პრობლემებს ეცნობა.
"მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარის პრინციპით და სამუშაო შეხვედრების ფორმატში ვაგრძელებ. ვაკის რაიონში გაზრდილმა მშენებლობებმა გამოიწვია მოსახლეობის ზრდა, შესაბამისად, არსებული საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და სკოლები ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნას და ადგილობრივები იძულებულები არიან ბავშვები სხვა რაიონში მდებარე სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ატარონ. ეს ბევრი ოჯახისთვის პრობლემაა და დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამას გარდა, იწვევს სატრანსპორტო ქსელთან დაკავშირებულ პრობლემებს, სატრანსპორტო კოლაფსს, რაც ვაკის რაიონისთვის ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი გამოწვევა გახდა. ვაკის რაიონში საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და სკოლების გახსნა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება", — განაცხადა კუკავამ.
როგორც მაია კუკავა აცხადებს, პარტია რეფორმერის ხედვა ყველა სფეროში განათლებას ეფუძნება. მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფოში არსებული სტრატეგიით აქცენტი გაკეთებულია მოკლევადიან, ერთჯერადი პრობლემების გადაჭრაზე, რაც ვერ უზრუნველყოფს განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებას, რომ მან უპასუხოს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი მსოფლიოს და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს.
"განათლების კუთხით რეფორმერის მიზანია ფუნდამენტური ცვლილებების ინიცირება ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შესაქმნელად, რომელიც გრძელვადიან პერიოდში უპასუხებს 21-ე საუკუნის გამოწვევებს, ჩამოაყალიბებს საზოგადოებაში მოზარდი თაობის ინტეგრირების მოდელს, რომელიც ორიენტირებულია სწავლისა და სწავლების მაღალი შედეგების მიღწევაზე, პრაქტიკაში ცოდნის გამოყენებასა და სწორი პროფესიული არჩევანით დასაქმებაზე. რეფორმერის მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის განათლების ცენტრად ერთგვარი ჰაბის სახით, რომელიც მოემსახურება სამხრეთ კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო მოთხოვნებს
რეფორმერის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა დღევანდელი ფორმით არსებული საჯარო სკოლების კონცეფციის ცვლილების ინიცირება და ახალი მოდელის დანერგვა. საჯარო სკოლები უნდა გადაკეთდეს ეგრეთ წოდებულ კამპუსის სტილის საჯარო სკოლად, რომელიც განთავსებული იქნება ქალაქის გარეუბნებში ან ქალაქგარეთ, რეგიონების შემთხვევაში კი გეოგრაფიულ და ადმინისტრაციულ ცენტრებში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კამპუსის მთელი ტერიტორიაზე დაცული იქნება უსაფრთხოება.
მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო ტრანსპორტით, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სასწავლო დაწესებულებას, სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, დასვენებისა და გართობის სივრცეებს. ეს მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ მაღალი ხარისხის აკადემიური, მეცნიერული, სპორტული, სახელოვნებო, პროფესიული განათლება და განვითარდნენ. ამ ტიპის სასკოლო დაწესებულებაში წარმართული სასწავლო პროცესი არის წარმატების პერსპექტივა ყველა მოსწავლისთვის. კამპუსის ტიპის სკოლებში მოსწავლეები იღებენ თანამედროვე, გამოყენებით განათლებას, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლებისა და მწვრთნელების მენტორობით", — აცხადებს პარტია რეფორმერის ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მაია კუკავა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები