პირადი ამბიციის საკითხი არ არის, ვისურვებდი, კონფლიქტი კომპრომისით გადაწყდეს — ფაშინიანი
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი თანახმაა ყარაბაღის კონფლიქტი კომპრომისის გზით გადაიჭრას. ამის შესახებ ფაშინიანმა გამოცემა RIA-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"არსებობს ერთი გარემოება და ეს არის მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების თვითგამორკვევის უფლება. სომხეთი ყოველთვის მზად იყო ამ კომპრომისზე წასულიყო. არსებობს კიდევ ყაზანის ინიციატივა, როცა სომხეთი კონკრეტული კომპრომისებისთვის იყო მზად, მაგრამ აზერბაიჯანმა ხელმოწერაზე უარი განაცხადა. აზერბაჯანს არ სურდა და არ სურს მიიღოს მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების თვითგამორკვევის უფლება. ასევე, არსებობს მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლება — ეს ჩვენთვის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც არ შეგვიძლია", — განაცხადა ფაშინიანმა.
გამოცემის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მოსკოვში დადებულ შეთანხმებაში გაწერილი იყო კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ უნდა შემდგარიყო კონკრეტული მოლაპარაკებების პროცესი და განაცხადა, სომხეთი მზადაა, ეს ნაბიჯები გადადგას.
"ვისურვებდი, გვეპოვა ისეთი გამოსავალი, რომ ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიგვეღო", — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთი და აზერბაიჯანი 11 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე, 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ.
დაპირისპირებული მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მოსკოვში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ოქტომბერს მიიწვია.
ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან რამდენიმე საათში სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო მოქმედებების განახლებაზე საუბარი დაიწყო. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, შუშან სტეპანიანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უგულებელყო და 12:05 წუთზე აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფმა ყარახამბეილზე იერიში მიიტანა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში სომხეთის ამ განცხადებას მორიგი სიცრუე და პროვოკაცია უწოდეს და ცეცხლის განახლებაში იქით დაადანაშაულეს, რაც სომხურმა მხარემ უარყო.
დღეს კი, 15 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც იუწყება, რომ აზერბაიჯანის არმიამ რამდენიმე რეგიონის სოფლები აიღო. თავად ილჰამ ალიევი ამ ფაქტს გათავისუფლებას უწოდებს.
"აზერბაიჯანის ჯარმა გაათავისუფლა ფუზულის რაიონის სოფელი არიში, ჯაბრაილის რაიონის სოფელი დოშულუ, ხოჯავენდის რაიონის სოფლები: ედიშე, დუდუქჩი, ედილი და ჩირაღუზი. ყარაბაღი აზერბაიჯანია!" — აცხადებს ილჰამ ალიევი.
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.
ბოლო მონაცემებით ბრძოლები რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს, ყველაზე აქტიური მათ შორის ყარაბაღის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი, როგორც სამხედროებს, ასევე, სამოქალაქო პირებს შორის რამდენიმე ასეული ადამიანია. აღსანიშნია, რომ აზერბაიჯანი გარდაცვლილ სამხედროებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, მაშინ, როცა სომხური მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ასეულობით ჯარისკაცი მოუკლა. თვითაღიარებული არცახის რესპუბლიკის (ყარაბაღი) პრეზიდენტის განცხადებით, განადგურებულია ცალკეული ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები