სომხეთის წინა მთავრობასთან მოლაპარაკებებისას წინსვლა გვქონდა, ამ მთავრობისას წყალში ჩაიყარა — ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხები და აზერბაიჯანელები სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ, მათ შორის ბაქოში, საქართველოში, რუსეთში. მისივე თქმით, ასევე მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა RIA-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"სომხეთთან ურთიერთობის პრინციპები წლების განმავლობაშია შემუშავებული, ვიტყოდი, 10 წელზე მეტია. სომხეთის წინა მთავრობასთან მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა გქვონდა. მოლაპრაკებები ყოველთვის რთული პროცესია, მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე, ორივე მხარე გამოთქვამდა სურვილს, რომ პროცესი პოლიტიკური გზით მოგვარებულიყო. სამწუხაროდ, სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რასაც აქამდე მივაღწიეთ, ყველაფერი წყალში ჩაიყარა", — განაცხადა ილჰამ ალიევმა.
გამოცემის ცნობით, ალიევმა აღნიშნა, რომ იყო მცდელობა, მოლაპარაკების ფორმატის შეცვლისა — პროცესში ჩართულიყო ე.წ. მთიანი ყარაბაღის ხელისფლება და ეს უარყო როგორც აზერბაიჯანმა, ისე მინსკის ჯგუფმა.
"უკვე განვაცხადეთ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არავითარ შემთხვევაში არ დაირღვევა. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას. ამავე დროს, ჩვენი შეთავაზებები გამომდინარეობდა იქიდან, რომ მომავალში მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მშვიდობიანად უნდა ეცხოვრა აზერბაიჯანელებსა და სომხებს", — აღნიშნა ალიევმა.
სომხეთი და აზერბაიჯანი 11 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე, 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ.
დაპირისპირებული მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მოსკოვში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ოქტომბერს მიიწვია.
ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან რამდენიმე საათში სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო მოქმედებების განახლებაზე საუბარი დაიწყო. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, შუშან სტეპანიანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უგულებელყო და 12:05 წუთზე აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფმა ყარახამბეილზე იერიში მიიტანა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში სომხეთის ამ განცხადებას მორიგი სიცრუე და პროვოკაცია უწოდეს და ცეცხლის განახლებაში იქით დაადანაშაულეს, რაც სომხურმა მხარემ უარყო.
15 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც იუწყება, რომ აზერბაიჯანის არმიამ რამდენიმე რეგიონის სოფლები აიღო. თავად ილჰამ ალიევი ამ ფაქტს გათავისუფლებას უწოდებს.
"აზერბაიჯანის ჯარმა გაათავისუფლა ფუზულის რაიონის სოფელი არიში, ჯაბრაილის რაიონის სოფელი დოშულუ, ხოჯავენდის რაიონის სოფლები: ედიშე, დუდუქჩი, ედილი და ჩირაღუზი. ყარაბაღი აზერბაიჯანია!" — აცხადებს ილჰამ ალიევი.
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.
ბოლო მონაცემებით ბრძოლები რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს, ყველაზე აქტიური მათ შორის ყარაბაღის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი, როგორც სამხედროებს, ასევე, სამოქალაქო პირებს შორის რამდენიმე ასეული ადამიანია. აღსანიშნია, რომ აზერბაიჯანი გარდაცვლილ სამხედროებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, მაშინ, როცა სომხური მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ასეულობით ჯარისკაცი მოუკლა. თვითაღიარებული არცახის რესპუბლიკის (ყარაბაღი) პრეზიდენტის განცხადებით, განადგურებულია ცალკეული ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურა.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
კომენტარები