ევექსიმ COVID-19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ 290 საწოლიანი, რიგით მე-5 ჰოსპიტალი გამოყო
ევექსი ჰოსპიტლებმა COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ თბილისში კიდევ ერთი მძლავრი ჰოსპიტალი გამოყო.
ხვალიდან, კოვიდ პაციენტების მკურნალობაში ჩართულ კლინიკებს 290 საწოლზე გაშლილი ივ. ბოკერიას სახელობის მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალიც შეუერთდება. ქვეყანაში დამატებითი საწოლების საჭიროების დადგომიდან 24 საათში კლინიკაში ინფრასტრუქტურა სრულად გადაეწყო და უკვე ხვალიდან COVID ინფიცირებულ ყველა ასაკობრივი კატეგორიის პაციენტს სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
კერძოდ, კლინიკაში შესაძლებელი იქნება როგორც თერაპიული, ისე ქირურგიული (მათ შორის, კარდიოქირურგიული, ნეიროქირურგიული) სამედიცინო მომსახურება. ასევე, ვირუსით ინფიცირებულ ქალბატონებს 24/7-ზე მოემსახურება მესამე დონის სამშობიარო სამსახური, რაც სრულყოფილ პერინატალურ დახმარებას ითვალისწინებს.
ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალმა უკვე გაიარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული COVID-19-ის პრევენციაზე და კონტროლზე აგებული სასწავლო კურსები. მედპერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შენობაში დანერგილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. ასევე, ინფექციის პრევენციის მიზნით თითოეულ მედპერსონალს კოვიდ სტატუსის განმსაზღვრელი PCR ტესტები გეგმიურ რეჟიმში ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ ევექსი ჰოსპიტლებმა კოვიდ 19-ის პანდემიის პირველივე დღეებში ქვეყანას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და 700-მდე საწოლის მობილიზებაზე სრული მზაობა გამოთქვა.
დღევანდელი მონაცემებით, კომპანიამ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოყო შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მედპერსონალით აღჭურვილი 540 საწოლი თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები