ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის 10 კანდიდატიდან 3 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
საეთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 10 კანდიდატიდან 3 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული. მათივე ცნობით, ისინი, სულ, 4 კომპანიასთან არიან დაკავშირებულნი.
TI-მ კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და შემოწირულობები 2012 წლიდან 2020 წლის 13 ოქტომბრამდე შეისწავლა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეამოწმონ, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებაა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 7-მა კანდიდატმა 2014-2020 წლებში ლეიბორისტულ პარტიას, ჯამში, 41 845 ლარი შესწირა. ამასთან, 3 კანდიდატი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მათ არც პოლიტიკური შემოწირულობა განუხორციელებიათ. ესენი არიან: შალვა ნათელაშვილი, თემურ წიკლაური და სამსონ გუგავა.
მცხეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ნაცვლიშვილი, TI-ის ცნობით, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის. თუმცა მან 2017-2020 წლებში პარტიას 9 860 ლარი შესწირა. არც თელავისა და ახმეტის მაჟორიტარობის კანიდატი, ნიკოლოზ ვარდოშვილი არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. დოკუმენტის მიხედვით, მან 2020 წელს ლეიბორისტულ პარტიას 8 000 ლარი შესწირა.
რაც შეეხება რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატს, მიხეილ ქუმსიშვილს, სამეწარმეო საქმიანობაში ისიც არ არის ჩართული. TI-ში ამბობენ, რომ მან 2018-2020 წლებში პარტიას 6 000 ლარი შესწირა. სამეწარმეო საქმიანობაში არ არის ჩართული არც გიორგი ჩიტაური, ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატი. თუმცა მან პარტიას 2020 წელს 5 000 ლარი შესწირა.
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ალი ბადიროვი კი, ინდივიდუალური მეწარმეა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს მან ლეიბორისტულ პარტიას 7 235 ლარი შესწირა.
ამასთან, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, ტარიელ კალანდარიშვილი შპს პირამიდის 33%-იანი წილის მფლობელია. იგი, ასევე, შპს წითელი მეტეორის დირექტორი და 100%-ის მფლობელია. TI-ის ცნობით, კალანდარიშვილმა 2014-2020 წლებში საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას 5 650 ლარი შესწირა.
ოზურგეთისა და ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით მამალაძე კი, სპს საქართველოს ადვოკატთა საზოგადოება, შარაშიძე და პარტნიორების დამფუძნებელია. დოკუმენტის მიხედვით, 2016 წელს მან ლეიბორისტულ პარტიას 100 ლარი შესწირა. ხოლო სპს საქართველოს ადვოკატთა საზოგადოება, შარაშიძე და პარტნიორების დამფუძნებელმა, გოჩა გორდელაძემ, TI-ის ცნობით, 2011 წელს ქართულ პარტიას შესწირა 9 000 ლარი.
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.
ასევე, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად.
ამავე თემაზე:
- ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში — TI
- სტრატეგია აღმაშენებლის მაჟორიტარობის 2 კანდიდატი 4 კომპანიასთან არის დაკავშირებული — TI
- ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის 20 კანდიდატიდან 7 სამეწარმეო საქმიანობას ეწევა — TI
- პარტიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან 14 სამეწარმეო საქმიანობას ეწევა — TI
- გირჩის 6 მაჟორიტარი კანდიდატიდან 4 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები