კრავთა დუმილიდან ცნობილი ბუფალო ბილის სახლი იყიდება
ვისაც საშინელებათა ჟანრის ფილმები უყვარს და თან ახალ საცხოვრებელს ეძებს, ჰორიზონტზე ერთი სარფიანი შემოთავაზება გამოჩნდა: საკულტო ფილმში კრავთა დუმილი (The Silence of the Lambs) ნაჩვენები სახლი, რომელშიც ანტაგონისტი ბუფალო ბილი ცხოვრობს, რეალურად იყიდება.
რეჟისორ ჯონათან დემის მიერ 1991 წელს გადაღებული ეს ფილმი ჟანრული კინოს კლასიკად ითვლება, ბუფალო ბილი კი ერთ-ერთ ყველაზე სახასიათო გამოგონილ სერიულ მკვლელად. ამ პერსონაჟის სახლი ფილმში ფინალისკენ ჩნდება, როცა ჯოდი ფოსტერის პერსონაჟი, კლარისა მასთან სტუმრად მიდის.
IndieWire-ის ინფორმაციით, სახლი პენსილვანიის შტატში, პატარა დასახლება პერიოპოლისში მდებარეობს და მთელი უძრავი საკუთრება დაახლოებით 7122 კვადრატულ მეტრს უდრის.
შეიძლება, ჟანრული კინოს ბევრ მოყვარულს გაუჩნდეს მისი შეძენის სურვილი და თუ თქვენც მათ შორის ხართ, სახლის გასაყიდი ღირებულებაც უნდა გაითვალისწინოთ: 298 500 დოლარი (ამ ხუთასს, ალბათ, დააკლებენ).
იმასთან ერთად, რომ ეს სახლი საკულტო ფილმს უკავშირდება, აღსანიშნავია, რომ იგი 1910 წელს აშენდა და ვიქტორიანული სტილითაა ნაგები.
სახლს მეტწილად შენარჩუნებული აქვს ის დიზაინი, როგორიც ფილმის გადაღებებისას ჰქონდა.
მართალია, ისეთივე არეული არ დახვდება ახალ მეპატრონეს, როგორიც ბუფალო ბილის იქ ცხოვრებისას იყო, მაგრამ მაგის გამოსწორებაც მარტივად შეიძლება, თუ დიდხანს არ დაალაგებს ვინმე იქაურობას.
ფოტო: Orion Pictures
ფოტო: Berkshire Hathaway HomeServices
სინამდვილეში, სახლი არც ისეთი საშიშია, როგორც შეიძლება წარმოგვედგინა: განსაკუთრებული მონდომებაც არაა საჭირო, რომ იქ თავი მყუდროდ იგრძნო.
ისინი, ვინც მეტ მსგავსებას ეძებენ ფილმიდან, კმაყოფილი დარჩებიან იმ ფაქტით, რომ სახლს შენარჩუნებული აქვს შპალერი, რომელიც კრავთა დუმილში ჩნდება.
გასათვალისწინებელია, რომ ამ სახლს აქვს მოზრდილი სასადილო ოთახი ბუხრით და ოთხი საძინებელი.
ფოტო: Alexis Zakis
ასევე ვერანდა, სადაც ახალ მეპატრონეს შეუძლია შემდეგ მსხვერპლზე იფიქროს... უკაცრავად, დილით ყავა მშვიდად დალიოს.
კრავთა დუმილი კინოთეატრებში 1991 წელს გამოჩნდა და დღემდე ჟანრული კინოს მილიონობით გულშემატკივრის საყვარელ ფილმად ითვლება. მაყურებლებთან ერთად მან მნიშვნელოვან დაჯილდოებებზეც მოიპოვა აღიარება: ოსკარებზე ერთდროულად ხუთი მთავარი ჯილდო მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის კატეგორიაში.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სახლის შეძენა ნამდვილად საინტერესო გადაწყვეტილება იქნებოდა: მასში მშვიდად ცხოვრებას თუ ვინმე ვერ შეძლებს, ნებისმიერ დროს რომ განათავსოს Airbnb-ზე, საშინელებათა ჟანრის მოყვარული დამსვენებლები მთელი მსოფლიოდან არ მოაკლდება.
სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები