პანდემიის გავლენა ბიზნესზე — რას გვთავაზობს Mymarket?
Covid პანდემიამ თამაშის წესები შეცვალა ყოველდღიურ საქმიანობაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკაში, ბიზნესში თუ სხვა ნებისმიერ ასპექტში, რომლითაც ცივილიზაცია ხელმძღვანელობდა. ყველაზე დიდი დარტყმა ვირუსმა ეკონომიკას და დასაქმების ბაზარს მიაყენა. ბიზნესის ტიპის და გეოგრაფიული არეალის მიუხედავად, ბიზნესის ყველა სექტორი დაზარალდა. თუმცა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, განსაკუთრებული ზიანი საკვები პროდუქტების მწარმოებელ საბითუმო და საცალო რეალიზაციის მიმართულებებს, ასევე, განთავსების საშუალებებს, კვების ობიექტებსა და მრეწველობის სექტორს მიადგა.
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს განცხადებით, კრიზისის პერიოდში 4 მილიონამდე სამუშაო ადგილი სამუდამოდ დაიკარგა. უახლეს პერიოდში, მხოლოდ სექტემბრის თვეში, 35,6%-მა სამუდამოდ დაკარგა სამუშაო ადგილი, მაშინ, როდესაც ეს რიცხვი აპრილში ამ რიცხვმა 11,1% შეადგენდა. საქართველოში ეკონომიკის ვარდნა პირველივე თვეებში მკაფიოდ შეინიშნებოდა, განსაკუთრებით კი ტურისტული ბიზნესი და საკვები ობიექტები დაზარალდა. უკვე მაისში, ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი 13,5 % იყო, ხოლო, შემოგომის პერიოდში ლარი კიდევ ერთხელ რეკორდულად გაუფასურდა და 16 ოქტომბერს დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსი 3,2186 ლარი გახდა.
ინფექციის მომატებული შემთხვევებიდან გამომდინარე, ექსპერტები უახლოეს თვეებში რეგულაციების გამკაცრებას ვარაუდობენ, ხოლო, ბიზნესი, თავის მხრივ მოსალოდნელი შეზღუდვებისთვის ემზადება. პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში, მნიშვნელოვანი დარტყმა ვაჭრობის სექტორს მიადგა, ხოლო, საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ონლაინ ვაჭრობის აკრძალვამ ელექტრონული კომერციის სექტორს უდიდესი დანაკარგი მოუტანა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, კომპანიებმა მოქნილად მოახერხეს კრიზისთან ადაპტაცია და ახალი სერვისები შესათავაზეს მომხმარებელს. E comerce პლატფორმა Mymarket-ზე დროულად გატარებულმა ცვლილებებმა კომპანიას კრიზისიდან მინიმალური დანაკარგით გამოსვლის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების და ახალი სერვისების დანერგვის საშუალება მისცა.
მკაცრი რეგულაციების ფონზე, მაისში Mymarket-ს დაემატა ახალი შესაძლებლობა, რითიც ფიზიკურ პირებს გაუჩნდათ შესაძლებლობა იყიდონ ან გაყიდონ სასურველი ახალი თუ მეორადი ნივთები დისტანციურად, ონლაინ გადახდითა და მიწოდების სერვისის დახმარებით. სერვისის ამუშავებიდან რამდენიმე დღეში პლატფორმამ ექსპრეს მიტანის სერვისი აამუშავა, რითაც გახდა ნივთების შეძენის უნივერსალური შესაძლებლობა საყოველთაო კარანტინის დროს.
Mymarket-ის პროდუქტის ხელმძღვანელი ნიკა ჩილინდრიშვილი ამბობს, რომ კომპანიამ დროულად მოახდინა რეაგირება ცვლილებებზე, უმოკლეს დროში გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე და მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა სხვა კომპანიებს ახალ გარემოებებთან ადაპტაციასა და გაციფრულებაში.
"ჩვენ ვხელმძღვანელობთ ბიზნესის უწყვეტობის პრინციპით და ვცდილობთ ყოველ გამოწვევაში შესაძლებლობა დავინახოთ. პირველი ტალღის დროს ჩვენ ვუზრუნველყავით ნივთების ონლაინ შეძენის და ადგილზე მიტანის სერვისი ჩაკეტილ რეგიონებშიც კი. რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ უსაფრთხოების ზომებს და მომხმარებელთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია", — ამბობს ნიკა ჩილინდრიშვილი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, Mymarket კვლავ განაგრძობს განვითარებას და მოსალოდნელი ცვლილებებისთვის ემზადება. გარდა საკუთარი საკურიერო სერვისისა, პლატფორმა, ასევე, თანამშრომლობს დამატებით სხვა რამდენიმე კომპანიასთან. ასევე, შემცირდა საქართველოს მასშტაბით ადგილზე მიტანის დრო, რაც ნივთების დეზინფექციის უფრო სწრაფმა შესაძლებლობამ განაპირობა და ახლა უკვე საწყობშივე ხდება მათი დამუშავება. ნიკა ჩილინდრიშვილის თქმით, კომპანიაში უახლოეს მომავალში კიდევ მრავალი სიახლე არის დაგეგმილი და ისინი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები