პარტია გირჩის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, სახელოსნო ბარში, სადაც მათი შტაბია გახსნილი და ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდნენ, შსს-ს თანამშრომლები შევიდნენ. მისი თქმით, პოლიციელები ხელს უშლიან გირჩის წევრებს აგიტაციის ჩატარებაში.

"იქნებ დაუყოვნელიბ გაარკვიოთ ვინ არიან ეს ხალხი? თუ თქვენი უწყების თანამშრომლები არიან, იქნებ სასწრაფოდ აუხსნათ, რომ მათ არ აქვთ უფლება ხელი შეგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში. თუ თვითმარქვიები არიან და ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ, იქნებ დაგვეხმაროთ მათი იქიდან მშვიდობიანად გაყვანაში", — წერს ჯაფარიძე ფეისბუქგვერდზე.

გირჩის პარტიული სიის მეხუთე ნომერმა, ჰერმან საბომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც ამ დროს ბარში ყოფნის მიზეზებს არკვევს. აქტივისტები მათ განუმარტავენ პარტიული შეკრების შესახებ. ეს შეკრება საბომ ფეისბუქგვერდზე რამდენიმე საათით ადრე დააანონსა.

ახალი რეგულაციით, 10 საათის შემდეგ თბილისში ბარების, რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა აიკრძალა. თუმცა, კანონით დაშვებულია წინასაარჩევნო აგიტაციისთვის შეკრება. გირჩი სწორედ მსგავს ადგილებში მართავს შეხვედრებს ამომრჩეველთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-სთან დაკავშირებას ცდილობს.