სერგო ჩიხლაძე ეკარეტინე ტიკარაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევს
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, ეკატერინე ტიკარაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევს. როგორც ჩუხლაძე აღნიშნავს, ქვეყანაში ეპიდვითარება ყოველდღე უარესდება, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის მინისტრთან კითხვები აქვს.
"ყოველდღე უარესდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია: ყოველდღე უარესდება ეპიდსიტუაციის მართვა ქვეყანაში; მორღვეულია მთლიანად ტესტირება-დიაგნოსტიკის კომპონენტი; გაურკვეველი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება საწოლფონდთან დაკავშირებით; სავალალო მდგომარეობაა ე.წ. კოვიდ სასტუმროებში; 112 და სასწრაფო დახმარება დროულად და რიგ შემთხვევებში საერთოდ ვერ რეაგირებს მოქალაქეების ჯანდაცვის საჭიროებებზე; არ გვაქვს ინფორმაცია რა მდგომარეობაა სამედიცინო სახარჯი მასალების, ან წამლების კუთხით ქვეყანაში; სამედიცინო პერსონალის გადამზადება და ეფექტურად ადამიანური რესურსების მობილიზება ჯანდაცვის სფეროში კვლავ არ ხდება; სრულიად გაუმჭვირვალეა კოვიდთან მიმართებაში მობილიზებული და უცხოური დახმარების სახით მიღებული მილიარდობით ლარის ხარჯვის პროცესი. ამასთან ერთად, დღითიდღე უარესდება ადამიანების და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. უკვე ყოველ დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ეფექტური გეგმისა და სტრატეგის გარეშე, ყოველი დღის დაყოვნება ნიშნავს დამატებით გარდაცვლილ ადამიანებს, დამატებით ათასობით დაინფიცირებულ ადამიანს, დამატებით ათასობით სიღარიბისთვის და შიმშილისთვის გაწირულ ადამიანს. დაუყოვნებლივ ვითხოვ საჯარო დისკუსიას ჯანდაცვის მინისტრ ქალბატონ ტიკარაძესთან", — აცხადებს ჩიხლაძე.
სერგო ჩიხლაძე იმ კითხვებს ჩამოთვლის, რომელთა დასმას მინისტრისთვის საჯაროდ, დისკუსიისას აპირებს:
- რა გააკეთეთ განვლილ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემის ეპიდემიის ტალღისთვის მოსამზადებლად და სად დაიხარჯა კოვიდზე მობილიზებული თანხები?
- რატომ გვეღუპება ადამიანები ე.წ. კოვიდ სასტუმროებში და რატომ რჩება ასეთ სივრცეებში პაციენტები ყოველგვარი სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე?
- რატომ ვერ ააწყვეთ ტესტირება-დიაგნოსტიკის კომპონენტი ქვეყანაში გასული 6 თვის მანძილზე?
- რატომ არ მუშაობს 112 და სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტი ქვეყანაში და რატომ უწევთ მოქალაქეებს საათობით ლოდინი საჭირო სამედიცინო დახმარების მისაღებად?
- რატომ არ დაიწყეთ ჯერ კიდევ გაზაფხულზე ოჯახის ექიმების მასიური ტრენინგი და მომზადება პაციენტების ბინაზე სამართავად?
- რატომ არ დაიწყეთ მოლაპარაკება კერძო სექტორთან საჭირო საწოლფონდის და სამედიცინო პერსონალის მობილიზაციისთვის და მოსამზადებლად? და რატომ იწყებთ ამაზე ფიქრს მხოლოდ ახლა, ოქტომბერში, როდესაც სიტუაცია კონტროლიდან გაგექცათ?
- რა გეგემა გაქვთ ეპიდემიის სამართავად?
წარმოადგინეთ კონკრეტული, დროში გაწერილი და განსაზღვრულ ინდიკატორებზე დაფუძნებული გეგმა, ყველა მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირებით", — მიმართვას ჩიხლაძე ტიკარაძეს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები