ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სამართლებრივად ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს. როგორც მან იმედის ეთერში განმარტა, ამისს საფუძველი ის დანაშაულებია "რომელიც მათ მოქალაქეებისა და ქვეყნის წინააღმდეგ აქვთ ჩადენილი".

კობახიძის თქმით, 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა შეკრა ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებების საქმე შეკრა.

"როდესაც ყველაფრისგან განყენებულად განვიხილავთ ამ საკითხს და შევხედოთ 2012 წლის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი დანაშაულებრივი რეჟიმი შეფასებულიყო და ამ შეფასებას პოლიტიკური რეაგირება მოჰყოლოდა, ვგულისხმობ პოლიტიკურ სანქციას, რაც მოხდა ნიურბერგის პროცესზე", — განმარტა კობახიძემ.

იგი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის შეფასება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა, თუმცა მაშინ ბევრი ფაქტორი არსებობდა, რომელსაც კობახიძე "შეგნებულად" არ არ ასახელებს.