რა უნდა იცოდეთ, თუ კორონავირუსი გაქვთ და სახლში მკურნალობთ
კორონავირუსის გარკვეული მსუბუქი შემთხვევები შესაძლებელია, რომ ბინაზე იმართოს. ამისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა პროტოკოლი.
პროტოკოლში დეტალურად არის აღწერილი, რა შემთხვევაში უნდა გააგრძელოს ბინაზე მკურნალობა კორონავირუსით ინფიცირებულმა ან სიმპტომების მქონე პაციენტმა.
პროტოკოლის თანახმად, იმისთვის, რომ პაციენტმა ბინაზე მკურნალობა დაიწყოს, აფასებენ მისი საცხოვრებელი სახლის პირობებს და გადაწყვეტილებას ჯანდაცვის შესაბამისმა პერსონალი გასცემს.
On.ge გთავაზობთ აღნიშნული პროტოკოლის მთავარ წესებს:
1. დარჩით სახლში. არ გახვიდეთ თავშეყრის ადგილებში. თუ აუცილებელია გარეთ გასვლა, დაუშვებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.
2. ზედმიწევნით აკონტროლეთ სიმპტომები. თუ სიმპტომები გიუარესდებათ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით პირად ექიმს.
3. დაისვენეთ და მიიღეთ საკმაო რაოდენობით სითხე
4. ექიმთან ვიზიტის საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ დაურეკეთ ექიმს და შეატყობინეთ, რომ გაქვთ ან შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი.
5. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ში და შეატყობინეთ ოპერატორს, რომ გაქვთ ან შესაძლოა, გქონდეთ კორონავირუსი.
6. დაიფარეთ ცხვირი და პირი ხველების და ცემინების დროს.
7. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და თბილი წყლით სულ მცირე, 20 წმ-ის მანძილზე ან დაიმუშავეთ ხელები სულ მცირე, 60 პროცენტი ალკოჰოლის შემცველის სანიტაიზერით.
8. შეძლებისდაგვარად, დარჩით იზოლირებულ ოთახში და ოჯახის წევრებისგან მოშორებით. შესაძლებლობის შემთხვევაში, ისარგებლეთ ცალკე აბაზანით. სხვებთან კონტაქტის საჭიროებისას, იხმარეთ სახის ნიღაბი.
9. არ გაუზიაროთ პირადი ნივთები ოჯახის სხვა წევრებს (მაგ. ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული).
10. დაასუფთავეთ ზედაპირები რომელთაც ხშირად ეხებით — მაგიდა, ჩამრთველი, სახელური. გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებები ინსტრუქციის მიხედვით.
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტის განსათავსებელი სივრცე
ინფრასტრუქტურა
- უნდა ჰქონდეს ტელეფონი და სამედიცინო მომსახურებასთან სწრაფი დაკავშირებისთვის საჭირო სხვა საშუალებები;
- სასმელი წყალი;
- კანალიზაციის სისტემა;
- საკვების მოსამზადებელი საშუალება;
- ელეტქრომომარაგება;
- გარემოს ადეკვატური განიავება.
განთავსება
- იზოლირებული ოთახი;
- ადვილად მისაწვდომი სააბაზანო ოთახი.
რესურსები
- საკვები;
- აუცილებელი მედიკამენტები;
- სამედიცინო ნიღბები პაციენტებისა და მომვლელისთვის/ოჯახის წევრისთვის;
- ხელთათმანები;
- ხელების ჰიგიენური საშუალებები — საპონი, ალკოჰოლზე დამზადებული სანიტაიზერები;
- საყოფაცხოვრებო დასასუფთავებელი საშუალებები.
პირველადი ჯანდაცვა და დახმარება
- მომვლელი პირი;
- სამედიცინო მომსახურებასა და რჩევებზე წვდომა;
- სასურველია, ოჯახში არ ცხოვრობდნენ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები.
პროტოკოლის თანახმად, ბინაზე მკურნალობის პერიოდში, მანამ სანამ პაციენტის სიმპტომები სრულად გაუქრება, უწყვეტი კომუნიკაცია უნდა იყოს პაციენტს, სამედიცინო პერსონალსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შორის.
ამასთან, დაავადების თავიდან აცილების მიზნით, მომვლელმა პირმა ყოველდღიურად უნდა ჩაატაროს პრევენციული ზომები:
- ხელების ხშირი დაბანა;
- მოერიდოს თვალების, პირისა და ცხვირის შეხებას დაუბანელი ხელებით;
- ხშირად დაასუფთავოს ზედაპირი და ჩაუტარონ დეზინფექცია.
18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 233, ხოლო გარდაიცვალა — 8.
ქვეყანაში სულ 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან, 8 060 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 136 — გარდაიცვალა.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
კომენტარები