კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლებას პეტიციით მოითხოვენ
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს. ამ დროისათვის პეტიციას 3 208 ხელმომწერი ჰყავს. სტუდენტების თქმით, სასწავლო დაწესებულება, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, სწავლის პროცესის აუდიტორიებში და, ასევე, შუალედური გამოცდების უნივერსიტეტში ჩატარებას გეგმავს. სტუდენტები აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სწავლების ონლაინ რეჟიმში განახლებას მოითხოვენ.
"მიგვაჩნია, რომ განათლების ხარისხის შენარჩუნებაზე პრიორიტეტული ამჟამად არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იქნება თუ არა სანიტარული ნორმები დაცული, ეს ვერ შეაკავებს ვირუსის გავრცელებას, რადგან უნივერსიტეტამდე მოსასვლელად რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მოგვიწევს. ამასთანავე, შეუძლებელია უნივერსიტეტში სრულად ვიყოთ დაზღვეული ვირუსის გავრცელებისგან", — აცხადებენ სტუდენტები.
მათი განმარტებით, უნივერსიტეტის აუდიტორიებში სწავლის განახლებით სტუდენტებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას/სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, საგანმანათლებლო დაწესებულებამ მათ შუალედური გამოცდების ჩატარების ალტერნატიული გზა შესთავაზოს, ან ქულები ქვიზებზე გადანაწილდეს.
კავკასიის უნივერსიტეტში On.ge-ს განუცხადეს, რომ სასწავლო დაწესებულებაში ამჟამად სწავლების ჰიბრიდული მოდელი მოქმედებს, რაც ონლაინსა და აუდიტორიებში სწავლას გულისხმობს. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს მიყვებიან და ამიტომ, ლაბორატორიული მუშაობა ისევ აუდიტორიებში გაგრძელდება.
უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს არადისტანციურ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით უნდა წარმართონ.
18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 233, გარდაიცვალა — 8.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები