პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო არჩევნები ორ დღეზე გაიყოს და 30-31 ოქტომბერს ჩატარდეს.

On.ge ალექსანდრე ელისაშვილს დაუკავშირდა და განმარტება სთხოვა, როგორ ფიქრობს არჩევნების დაგეგმვას.

"სამართლებრივად რთული განსახორციელებელია, ვიცი, ამას კონსტიტუციური ცვლილება სჭირდება და ამას კიდე სულ მცირე ერთთვიანი ვადა უნდა, მაგრამ ყველანი დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. კანონები, კონსტიტუცია, პროცედურები დიდ საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პროცედურები", — განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, ხალხს არჩევნებზე მისვლა უნდა, მაგრამ რიგებისა და კორონავირუსის გავრცელების რისკის ეშინია, ამიტომ, პირველ რიგში, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.