ჭადრაკის ფედერაციისა და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში რამდენიმე ინიციატივა განხორციელდა
17 ოქტომბერს 58 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1962 წლის 17 ოქტომბერს 21 წლის ქართველმა მოჭადრაკემ, მოსკოვში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ელიზავეტა ბიკოვა დაამარცხა და სათავე დაუდო ქალთა ჭადრაკში ქართველების ჩემპიონობის 29-წლიან ეპოქას.
თიბისის, როგორც სპორტის ამ სახეობის მხარდამჭერისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მეგობრის ინიციატივით, ციფრულმა მედია პლატფორმა Movement-მა, საქართველოში ჭადრაკის განვითარებისა და მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ საგანმანათლებლო ვიდეო მოამზადა. ვიდეოს მიზანი ახალ თაობაში ჭადრაკის პოპულარიზაციაა.
თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, თიბისის სტიპენდიატების სიას 7 ახალგაზრდა მოჭადრაკე შეუერთდა, რომლებიც სრულწლოვანობამდე ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ.
თიბისის სტიპენდიატები კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაცია, თიბისის ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაში ეხმარება, რომელთაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ.
თიბისის მისია — ადამიანების ცხოვრების გამარტივება, კიდევ ერთი პრიორიტეტი კი ციფრული არხების განვითარებაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერის ფარგლებში, თიბისის ინიციატივით, ფედერაციის ვებ-გვერდი სრულად განახლდება.
საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. სპორტის ამ სახეობის ისტორია, არაერთ მნიშვნელოვან ფაქტსა და სახელს აერთიანებს. ძველ ქართულ ნაწერებში, ჭადრაკი უკვე XI საუკუნეში მოიხსენიება. გიორგი მთაწმინდელმა თარგმანში სიტყვა კამათელი ჭადრაკით შეცვალა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს თამაში ქართველებისთვის ოდითგანვე კარგად ნაცნობი იყო. ჭადრაკზე ცნობები შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაშიც გვხვდება. საჭადრაკო ცხოვრებამ ორგანიზებული სახე 1877 წლიდან მიიღო, როდესაც თბილისში პირველი ოფიციალური საჭადრაკო წრე შეიქმნა.
საბჭოთა პერიოდში, 1980-82 წლებში, ქართველი ქალების (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი) გუნდმა, ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.
ასევე აღსანიშნავია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოპოვებული გამარჯვებები:
- 1992 წელს, ქალთა ნაკრებმა (მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, კაპიტანი - ნანა ალექსანდრია) მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. შემდგომში, ოქროს ნაკრებად წოდებულმა გუნდმა, კიდევ ორჯერ მოიპოვა ვერა მენჩიკის სახელობის თასი.
- 2003 წელს ზურაბ აზმაიფარაშვილი - ევროპის ჩემპიონი, 2008 წელს კი საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. 2011 წელს ბაადურ ჯობავამ სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2015 წელს საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2017 წელს ნანა ძაგნიძემ ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე და ამავე წლის ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
- 2017 წელს თბილისმა ჭადრაკის მსოფლიო თასს, 2018 წელს კი ბათუმმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 185 ქვეყნის 4000 სტუმარს უმასპინძლა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და მემკვიდრეობა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები