31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლები დიდ სიურპრიზს მოუწყობენ ივანიშვილს — ჩილინგარაშვილი
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ახალციხის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის ოლქში, ზურაბ ჩილინგარაშვილი წარუდგინა.
დავით ბაქრაძის თქმით, დღეს როგორც ახალციხეში, ისე მთლიანად საქართველოში არის მძიმე სოციალური ფონი, ყოველდღიურად ადამიანები კარგავენ სამუშაო ადგილებს, ხოლო ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება სრულ უყურადღებობას იჩენს მოსახლეობის მიმართ.
ზურაბ ჩილინგარაშვილმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს ქართული საზოგადოება გაისტუმრებს სახლში და ამის შემდეგ ევროპული საქართველოს გეგმა ქვეყანას მოუტანს მნიშვნელოვან, გარდამტეხ ცვლილებებს.
"ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ დაზიანდა საქართველო ეკონომიკური კრიზისისგან, როგორ დაზიანდა ქვეყანა იმ შეზღუდვებისაგან, რომელიც მთავრობამ შემოიღო გაზაფხულზე, არის სწორედ ახალციხე, გაჩერებული აქაურობა, დაცარიელებული რაბათი და ამიტომ ახალციხესაც, მთლიანად ამ საარჩევნო ოლქსაც და მთელ საქართველოსაც აუცილებლად სჭირდება ცვლილებები, განვითარება და ამ ცვლილებების ერთადერთი შანსი გახლავთ 31 ოქტომბრის არჩევნების დღე.
ამიტომ, თუ გვინდა კრიზისიდან გამოსვლა, თუ გვინდა ეკონომიკის წინსვლა და განვითარება, თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა და ოჯახებმა უკეთ იცხოვრონ, უნდა გამოვიყენოთ 31 ოქტომბერი იმისთვის, რომ ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები და ევროპულ საქართველოს გააჩნია სწორედ ასეთი გარდამტეხი ცვლილებების პროგრამა, როგორ შევამციროთ გადასახადები, როგორ შევქმნათ ახალი 100 000 სამუშაო ადგილი, როგორ დავუზოგოთ თითოეულ ოჯახს 2 000 ლარი, როგორ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრება ხალხს და როგორ შევცვალოთ ის მოცემულობა, რომ დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა და სინამდვილეში უნდა იყოს პირიქით. აი, ეს უნდა იყოს ცვლილება და ამ ცვლილებების შანსია სწორედ 31 ოქტომბერს", — განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, დღეს როგორც ახალციხეში, ისე მთლიანად საქართველოში არის მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, ადამიანები არიან მძიმე გაჭირვებაში.
"კარდაკარ სიარულისას მე ყველა მეუბნება, რომ უკამყოფილო არიან დღევანდელი მთავრობის არაკომპეტენტურობით, უუნარობით, უყურადღებობით და ელიან ცვლილებებს, გარდამტეხ ცვლილებებს.
დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ერთად გავისტუმრებთ სახლში და მოვუტანთ როგორ ამ ოლქს, ისე მთლიანად საქართველოს გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც გარდამტეხი იქნება თითოეული მოქალაქისათვის და მოუტანს მათ კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას", — განაცხადა ბაქრაძემ.
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვასაგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას საგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
-
გადახედვამედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა მედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე მშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვაDRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
-
გადახედვაარაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები. არაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები.
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს
-
გადახედვაწამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე
-
-
-
გადახედვარა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით რა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით
-
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
კომენტარები