ჩედვიკ ბოუზმენის ბოლო ფილმი — ნახეთ Ma Rainey’s Black Bottom-ის ტრეილერი
გუშინ, 19 ოქტომბერს, ჩედვიკ ბოუზმენის ბოლო ფილმის, Ma Rainey’s Black Bottom-ის, პირველი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც გარდაცვლილი მსახიობი შარვალ-კოსტიუმშია გამოწყობილი და ვაიოლა დევისთან ერთად ბლუზს ასრულებს.
ფილმი ოგუსტ უილსონის ამავე სახელწოდების პიესაზეა დაფუძნებული და ის მოგვითხრობს ნოვატორი ბლუზ-შემსრულებლის, მა რეინის, შესახებ, რომლის როლსაც დევისი ასრულებს. ფილმის მოვლენები 1927 წლის ჩიკაგოში მიმდინარეობს, სადაც მუსიკოსებს რასის, მუსიკის, ურთიერთობებისა და შავკანიანი ხელოვანების ექსპლუატაციის სირთულეებთან უწევთ შეჭიდება.
ბოუზმენი მას ბენდის წევრის, ლევის, როლს ასრულებს — ამბიციური მესაყვირის, რომელიც იმისკენ მიისწრაფის, რომ ძველებური სიმღერების გათანამედროვებით ჩიკაგოს მუსიკალურ სცენაზე საკუთარი კვალი დატოვოს. იხილეთ ფილმის პირველი ტრეილერი:
ფილმის რეჟისორი ჯორჯ კ. ვულფია, რომელმაც პიესა Angels in America: Millennium Approaches-ისა და მიუზიკლ Bring in ‘da Noise, Bring in ‘da Funk-ის გადაღებისთვის ტონის ჯილდო მოიპოვა.
ფილმის სხვა მსახიობებს შორის არიან გლინ ტურმანი, კოლმან დომინგო და მაიკლ პოტსი. ფილმის სცენარისტი რუბენ სანტიაგო-ჰადსონია, მისი პროდიუსერები კი — როდ ბლექი, დენზელ ვაშინგტონი და დენი ვულფი.
როგორც ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ გაამხილა, ბოუზმენს 2016 წელს მე-3 სტადიის ნაწლავის კიბო დაუდგინდა, რაც საბოლოოდ მე-4 სტადიაში გადაიზარდა. მართალია, ის საკუთარ დიაგნოზზე არასდროს საუბრობდა, თუმცა მთელი ეს წლები კარიერის პარალელურად მკურნალობდა.
Netflix-ს შეუძლია, მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში ბოუზმენის ოსკარზე წარდგენაზე იზრუნოს. გარდაცვლილმა მსახიობმა შეიძლება კიდევ ერთი ნომინაცია მოიპოვოს სპაიკ ლისა და ნეტფლიქსის Da 5 Bloods-ით; თუკი ის ორჯერ ნომინირდება, ბოუზმენი გახდება პირველი მსახიობი, რომელმაც გარდაცვალების შემდეგ ორი ნომინაცია მოიპოვა.
Ma Rainey’s Black Bottom ნეტფლიქსზე 18 დეკემბერს გამოვა.
ამავე თემაზე:
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები