გელათის მდგომარეობის ტექნიკურ ხარვეზად შეფასება დანაშაულის ტოლფასია — მეტრეველი
ლელოს პოლიტიკური საბჭოს წევრი, მედეა მეტრეველი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავრობა თავისი უმოქმედობით თუ მავნებლური არაკომპეტენტურობით ყოველდღიურად გვაყურებინებს გელათის ჩამოშლის უმძიმეს პროცესს. მეტრეველი მოუწოდებს განათლებისა და კულტურის სამინიტროს დროულად აიღოს ხელში მართვის სადავეები ძეგლის გადასარჩენად.
"ქართულმა (რუსულმა) ოცნებამ ააფეთქა საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო, წაშალა ოქროს მოპოვების ტრადიციის ისტორიული კვალი ჩვენს ქვეყნაში და ახლა უკვე, თავისი უმოქმედობით თუ მავნებლური არაკომპეტენტურობით, ყოველდღიურად გვაყურებინებს გელათის ჩამოშლის უმძიმეს პროცესს. ვითარება, რომელიც შესაძლოა ქართული კულტურისთვის უმძიმესი შედეგით დასრულდეს, სრულებით არაადეკვატურად იმართება ხელისუფლების მიერ", — განაცხადა მედეა მეტრეველმა.
მეტრეველის თქმით, დაგვიანებული რეაგირება, გულგრილობა, საჯაროობის ნაკლებობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა არის ის მთავარი მიზეზები, რის შედეგადაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის მთავარი ტაძრის და წმ. გიორგის ტაძრის უნიკალური ფერწერა და ქვა ნადგურდება.
მეტრეველმა აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრო თავს ანგარიშვალდებულადაც არ გრძნობს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მთავრობის გეგმის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, არც არსებობს და პროცესები მხოლოდ ძეგლთა დაცვის სააგენტოს, ერთი უწყების იმედად არის მიტოვებული.
მეტრეველი ICOMOS საქართველოს მიერ 12 ოქტომბრის შეფასებას გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში და წმ. გიორგის ეკლესიაში შექმნილ უმძიმეს ვითარებასაც გამოეხმაურა. სადაც ნახსენებია, რომ სახელმწიფომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს საჭირო რესურსების მობილიზება კრიტიკული მდგომარეობის დროულად და ადეკვატურად მართვისთვის.
"მოვუწოდებთ საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს, დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის გადასარჩენად, რომელიც სრულად მიტოვებულია ხელისუფლებისაგან, რაც მთავარია, სჭირდება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესაბამისი მართვა, რისი რესურსიც, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს. რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების ჩართვა რესტავრაციის პროცესში, მით უფრო რომ ICOMOS საქართველოს შეფასებით საქართველოს მწირი და არადამაკმაყოფილებელი გამოცდილება აქვს საეკლესიო ხუროთმოძღვრების კრამიტით რესტავრაციის საკითხებში", — განაცხადა მედეა მეტრეველმა.
ლელოს პოლიტიკური საბჭოს წევრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაასაჯაროოს გელათის ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ტაძრების რესტავრაცია-კონსერვაციის სრული პროექტი; 2017-2020 წლების სააგენტოს მონიტორინგის და ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები; წმ. გიორგის ტაძრების დროებითი გადახურვების სრული პროექტი და სხვა დეტალი რაც ამ საქმეს უკავშირდება; ასევე, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში და საერთაშორისო ICOMOS-ში გაგზავნილი ანგარიშები და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და საერთაშორისო ICOMOS-ის შეფასებები გელათის მონასტერზე ჩასატარებელ სამუშაოებზე.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები