გელათის ტაძრის დაზიანებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საიამ პროკურატურას მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებაზე სამართლებრივ შეფასებას ითხოვს. საიამ ამისთვის დღეს საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.
ირაკლი შოთაძის უწყების სახელზე წარდგენილ განცხადებაში, საია გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ითხოვს. საუბარია სსკ-ის 2592 მუხლსა (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და ამავე კოდექსის 342-ე მუხლზე (სამსახურებრივი გულგრილობა).
"მიუხედავად იმისა, რომ საველე დათვალიერების ანგარიშის სათაურში, თავად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, სიტყვა — "ხარვეზებს" იყენებს, ანგარიშის შინაარსის და შემდგომში გავრცელებული სხვა თანმდევი ინფორმაციის გათვალისწინებით, ნათელია, რომ საქმე გვაქვს არა ხარვეზებთან, არამედ ძეგლის დაზიანებასთან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დასჯადია", — აცხადებენ საიაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში 19 ოქტომბერს განაცხადეს, რომ გელათის დროებითი გადახურვის პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულად პასუხობს და ტაძარში წყლის ჩადინების არიდებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს. მათივე თქმით, ტაძარზე სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში დროებითი გადახურვის მოწყობა ბოლო დღეების განმავლობაში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
"ღვითსმშობლის სახელობის ტაძარზე (ეკვდერებზე, კარიბჭეებზე, საკურთხეველზე, პასტოფორიუმებზე, ნართექსსა და მკლავებზე) დროებითი სახურავის მოწყობა მიმდინარე წლის დეკემბრის თვემდე ეტაპობრივად დასრულდება", — აცხადებენ კულტურულ მემკვიდრეობაში.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვა, კერძოდ კი თეთრი კერამიკით დამზადებული მოჭიქული კრამიტი, 2020 წლის ზამთარში მცირე ყინვის შემდეგ დაზიანდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მაშინ აცხადებდნენ, რომ გარდა ამისა, მიმდინარე წლის თებერვალში ტაძრის დასავლეთ მკლავში წყალი ჩადიოდა და კედლის მხატვრობა ზიანდებოდა.
საიაში განმარტავენ, რომ სააგენტოს მიერ 2020 წლის 11 მარტს განხორციელებული საველე დათვალიერების ანგარიშში მითითებულია, რომ დათვალიერების დროისათვის — კედლის მხატვრობის ფენები სველი იყო. კედლის მხატვრობის აღნიშნული დაზიანების მიზეზად, წყლის/ტენის სტრატიგრაფიაში აკუმულირება არის მითითებული. წყლის სავარაუდო წყაროდ კი გაუმართავი სახურავი დასახელდა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები