პარანოიას აქვს ზოგჯერ ადგილი სპეცსამსახურებში, გელანდება ჯაშუშები — ბოკერია ფოტოგრაფების საქმეზე
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეში პოლიტიკური მოტივი არ იყო და სპეცსამსახურებში ზოგჯერ "პარანოიას" აქვს ადგილი. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"ფოტოგრაფების საქმე იყო ძალიან ცუდი საქმე. მტკიცებულებები იყო, სუსტიც არ ჰქვია მაგას, ამ ხალხის მიმართ, როცა ასეთ ბრალდებას აყენებ, ოღონდ პოლიტიკური მოტივი არ არსებობდა. 26 მაისის შესახებ კადრები მთელ მსოფლიოში გავიდა. ჩემი აზრი გაინტერესებთ, რატომ მოხდა? პარანოიას აქვს ხოლმე ადგილი ზოგჯერ სპეცსამსახურების მიერ და ეს ძალიან სახიფათო რამეა, გამართლებას კი არ ვცდილობ რამის. სპეცსამსახური რომ ხარ გელანდება ჯაშუშები და მერე იწყებ მოქმედებას და თუ არავინ გაკონტროლებს, ასეთი რამეები ხდება", — განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ფოტოგრაფების საქმეში პოლიტიკური კამპანიის მოტივი არ არსებობდა მისი შედარება კარტოგრაფების საქმესთან არასწორია.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმე
2011 წლის 7 ივლისს შსს-ს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ეპა-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი ცოლი, რედაქცია პრაიმ ტაიმის ფოტორედაქტორი ნათია გედენიძე.
ისინი 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევას აშუქებდნენ.
დაკავებულ ფოტოგრაფებს ბრალად ედებოდათ "ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებაში".
2017 წლის 20 ივლისს, ახალი ხელისუფლების პირობებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული მაღალჩინოსნების, ალექსანდრე მუხაძისა და დავით დევნოზაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდების მხარის ცნობით, დავით დევნოზაშვილი იყო ის პირი, რომელმაც 2011 წელს ჯაშუშობაში ბრალდებულ ფოტოგრაფებს იძულებითა და შანტაჟით დააწერინა აღიარებითი ჩვენებები.
საქმის მასალების თანახმად, დევნოზაშვილმა დაკავებულების ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით მოიპოვა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით დევნოზაშვილი დამნაშავედ სცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ალექსანდრე მუხაძე კი, ასევე გამტყუნდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
დავით დევნოზაშვილს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა 4 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ალექსანდრე მუხაძეს კი საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ამავე ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
ამასთან, 2018 წელს სააპელაციო სასამართლომ ფოტორეპორტიორების მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
კომენტარები