არ იცი, საიდან გეცნობა Bly Manor-ის ბიძია ჰენრი? ის პატარა ბიჭია E.T.-დან
9 ოქტომბერს ცნობილი საშინელებათა ჟანრის სერიალის ჰილჰაუსის მოჩვენება (The Haunting of Hill House) მეორე სეზონი გამოვიდა — ბლაის მამულის მოჩვენება (The Haunting of Bly Manor), რომელიც ბოლო დღეებში სატელევიზიო შოუების მოყვარულებში განსაკუთრებული განხილვების მიზეზია.
ეს სერიალი თავისი ეკრანზე ნაკლებად ხილული მოჩვენებებითა და სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით ნამდვილი სიურპრიზებითაა სავსე, თუმცა მაყურებლები მისი ნახვის შემდეგ კიდევ არაერთ მიზეზს პოულობენ გასაოცებლად.
ვისაც ნეტფლიქსის ამ გახმაურებული ანთოლოგიური ტიპის სერიალის ორივე სეზონი უნახავს, იცის, რომ ორივე მათგანში ვხვდებით ნაცნობ მსახიობებს. მათ შორისაა ჰენრი თომასი, რომელიც ჰილჰაუსის მოჩვენებაში მამის, ჰიუ კრეინის როლს ასრულებს, ბლაის მამულის მოჩვენებაში კი ბიძის, ჰენრი უინგრეივის როლში მოგვევლინა.
შესაძლოა, ბევრმა, ვინც ჯერ კიდევ ადრე ნახა პირველი სეზონი, მაშინვე გაარკვია, თუ საიდან ეცნობოდა ამ მსახიობის სახე. თუმცა მაყურებლების ნაწილმა სულ ახლახან პირდაპირ მეორე სეზონის ყურება დაიწყო და ზოგიერთ მათგანს გაუჩნდა კითხვა, თუ საიდან ეცნობოდა ის.
ფოტო: Netflix
თითქოს, მისი სახე ძალიან ახლობელია და გული ეტკინება კიდეც, რომ ვერ გაიხსენო.
ფოტო: Netflix
თუ დამოუკიდებლად მაინც ვერ მოახერხეთ მისი ცნობა, საკმარისია, მარტივი ინფორმაცია ჩაატაროთ და მის შესახებ ინტერნეტში მოიძიოთ ინფორმაცია.
ფოტო: Netflix
უცებვე გაარკვევთ, რომ ის თქვენი ბავშვობის მეგობარია: სანამ სერიალში ბლაის მამულის მოჩვენება ბიძია ჰენრი გახდებოდა, ის პატარა ბიჭი, სახელად ელიოტი იყო ფილმიდან E.T.
ფოტო: Amblin Productions
დიახ, მასთან აქამდეც გვაკავშირებდა მნიშვნელოვანი მოგონებები და რაც მთავარია, მისი სახე ამდენი წლის შემდეგაც კი თითქმის არ შეცვლილა: ფილმი E.T. the Extra-Terrestrial, რომელსაც ქართველი მაყურებელი ხშირად უცხოპლანეტელის სახელით იცნობს, თითქმის 40 წლის წინ, 1982 წელს გამოვიდა.
ფოტო: Amblin Productions
ფოტო: Netflix
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები