დღეს ივანიშვილს ვემშვიდობებით და ვეუბნებით, რომ მისი მმართველობა უნდა დასრულდეს — აბესაძე
დღეს, 21 ოქტომბერს, ევროპული საქართველოს ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქცია, "დაუპიპინე ბიძინას" იმართება.
ავტომობილების აქცია უკვე დაიწყო საქართველოს დიდ ქალაქებში. ავტომობილები თბილისისკენ მოემართებიან და სიგნალებით ანიშნებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი დრო ამოიწურა.
ევროპული საქართველოს წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, ამ ფორმით ევროპული საქართველო აგრძნობინებს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა მათი მმართველობით.
"ჩვენ სამწუხაროდ კარგად ვხედავთ და საზოგადოება ნათლად უყურებს, თუ როგორ ჩაფლავდა გახარიას და ივანიშვილის მთავრობა პანდემიასთან ბრძოლაში. ვხედავთ როგორ მძიმდება სიტუაცია, მაგრამ, არ გვინდა, რომ ივანიშვილმა ჩათვალოს, რომ საზოგადოების გულიწყრომა არ არსებობს, რომ ეს პრობლემები დაიფარა და საზოგადოება კმაყოფილია მისი მთავრობის მმართველობით.
ამიტომ, დღეს ამ ფორმით, შემდეგ დღეებში დისტანციის და უსაფრთხოების დაცვით, მათ შორის აქციების ჩატარებით, ჩვენ ივანიშვილს არჩევნების დღემდე ვაგრძნობინებთ საზოგადოების რეალურ განწყობას.
ეს არის ის ბრაზი, რომელიც არსებობს ივანიშვილის მიმართ საზოგადოებაში და მეორეა, რომ 31 ოქტომბერს საზოგადოებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი, თუ ვის შეუძლია გარდამტეხი ცვლილებები შეიტანოს იმ უკიდურეს სიღარიბეში, ფასების ზრდასთან მიმართებაში, ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში, კრიმინალის ზრდასთან მიმართებაში, პანდემიის და ადამიანების სიცოცხილის დაცვასთან მიმართებაში.
ამ ყველაფერთან მიმართებაში კონკრეტული გეგმა გააჩნია ევროპულ საქართველოს, ამიტომ დღეს ჩვენ ივანიშვილს ვემშვიდობებით, კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ მისი ჩაფლავებული მთავრობა და მმართველობა უნდა დასრულდეს და დროა გარდამტეხი ცვლილებების, რომელსაც მოიტანს ქვეყანაში 31 ოქტომბრის არჩევნები", — განაცხადა აბესაძემ.
შემაჯამებელი აქცია თბილისში, 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გაიმართება.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები