საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ზეწოლისა და მუქარის ფაქტები რჩება — ISFED
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარის, ხელის შეშლის ფაქტები რჩება.
ორგანიზაციამ გამოყო აღნიშნული ზეწოლისა და მუქარის რამდენიმე კონკრეტული ფაქტიც, კერძოდ:
- პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 37 შემთხვევა;
- მედიაზე ზეწოლის 2 შემთხვევა;
- დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა;
- ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი შემთხვევა;;
- სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 შემთხვევა;;
- ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 შემთხვევა;
- არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 16 ფაქტი;
- კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის 3 შემთხვევა;;
- მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების 2 შემთხვევა;
- სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევა;
მათივე განცხადებით, რეგიონებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სააგიტაციო შეხვედრებს ხშირად ქართული ოცნების აქტივისტები, ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებიან და შეხვედრებზე მყოფ მოქალაქეებს აღრიცხავენ, რაც უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივების პოლიტიკურ აქტიურობაზე და ზეწოლის ნიშნებს შეიცავს.
ანგარიშში წერია, რომ გამოვლინდა საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევებიც, რაც კანონით აკრძალულია.
"ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში ქართული ოცნების სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ISFED-ის განცხადებით, მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ხშირად არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალური სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას და მმართველი პარტიის აგიტატორისა და წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებენ.
"ცალკეულ შემთხვევებში, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის კონტროლის ფუნქცია კერძო საწარმოებს აქვთ შეთავსებული. ISFED-ის ინფორმაციით, ჭიათურაში, შპს ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლების პოლიტიკურ აქტივობებს მაღაროს უფროსი აკონტროლებს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ISFED-ი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია სკოლის პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება.
"მიმდინარე პერიოდში, სკოლების დირექტორების ნაწილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაუვიდა უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა. მათი ნაწილი მოვალეობის შემსრულებლებად დატოვეს, თუმცა გაუგებარია, რა კრიტერიუმით მოხდა მათი გამორჩევა", — წერია ანგარიშში.
ISFED-ის ანგარიშში წერია ისიც, რომ ეთნიკურად სომხებით დასახლებულ რეგიონში, წინასაარჩევნო გარემო დაიძაბა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენია.
"ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობის თქმით, ხელისუფლების მხარდამჭერები გამოვიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საწინაღმდეგო ლოზუნგით, რომ "მოღალატეები არიან". ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათ საარჩევნო კომისიის წევრები და მხარდამჭერები ზეწოლის ქვეშ არიან", — ნათქვამია ანგარიშში.
ISFED-ი ასევე აქვეყნებს რეკომენდაციებს პოლიტიკური პარტიებისთვისა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის.
მათი თქმით, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა არ უნდა დაუშვან მედიაზე ზეწოლა და ასეთი შემთხვევები დროულად გამოიძიონ. ასევე, ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ დროულად და ეფექტურად გამოიძონ პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები.
რაც შეეხება საჯარო მოხელეებსა და სკოლისა და ბაღების თანამშრომლებს, ISFED ამბობს, რომ მათ სამუშაო საათებში, თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.
პარტიებს კი ორგანიზაცია მოუწოდებს, თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობა, არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება; არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.
რა შეეხება მმართველ პარტიას, ISFED მას მოუწოდებს, არ გამოიყენოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები სააგიტაციო რესურსად და უარი თქვას მათი მეშვეობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მხარდამჭერთა მობილიზებაზე.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები