ლელომ ადგილობრივებს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა
დღეს, 22 ოქტომბერს, ლელოს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ და პარტიის სხვა ლიდერებმა ქობულეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პაატა ცივაძე წარადგინეს. წარდგენის პარალელურად გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. პარტიის ლიდერებმა და ადგილობრივებმა რეგიონის პრობლემებსა და მისი მოგვარების ეფექტურ გზებზე ისაუბრეს.
ქობულეთში ადგილობრივებს სიტყვით ლელოს გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ პარტიის მთავარი მიზანი გაჩერებული ქვეყნის ამოქმედებაა.
"ჩვენ უნდა დავძრათ ეკონომიკურად გაჩერებული ქვეყანა, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ვარდნა და დავიწყოთ ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობა. ის დრო, რომელიც არაკომპეტენტურმა პოლიტიკოსებმა დაგვაკარგინეს, უნდა ავანაზღაუროთ დაუზოგავი და თავდადებული შრომით. არცერთი წამი დასაკარგი არ გვაქვს, ამიტომ არჩევნებში უკლებლივ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ეს არ არის რიგითი არჩევნები, ეს არის არჩევნები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და მომავლისათვის", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ადგილობრივებს სიტყვით მიმართა ქობულეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა ცივაძემ. როგორც მან დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, ლელო არის ერთადერთი რეალური ალტერნატივა, რომელიც ქვეყანაში ორპოლუსიანობას დაასრულებს.
"ჩემთვის პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს კომფორტის ზონას. ეს ნიშნავს გაათმაგებულ მუშაობას და პასუხისმგებლობას თითოეული ჩემი თანამოქალაქის წინაშე. ამ ქალაქს სჭირდება ადამიანი, ვინც ხმამაღლა ჩართავს ქობულეთის საპარლამენტო მიკროფონს, რომელიც წლების განმავლობაში იყო გამორთული, რადგან არავის ჰქონდა გამბედაობა, ჩვენი ქალაქის პრობლემები ხმამაღლა ეთქვა. ჩვენს ქალაქს უამრავი პრობლემა აქვს, რომელიც არც ერთ დღეში შექმნილა და არც ერთ დღეში მოგვარდება, მაგრამ ლელოს ახალი მარშალის გეგმით დავიწყებთ ეტაპობრივ რეკონსტრუქციას და ოთხი წლის განმავლობაში არა მარტო კონკრეტულ რეგიონს, არამედ მთელ ქვეყანას შევცვლით უკეთესობისკენ", — განაცხადა ცივაძემ.
წარდგენას ესწრებოდა პარტიის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველანი ერთი მიზნისთვის გავერთიანდეთ.
"ჩვენი მიზანია, რწმენა დავუბრუნოთ იმ მოსახლეობას, რომლებსაც 30 წლიანმა პოლიტიკურმა ჭაობმა ყველანაირი იმედი დაუკარგა. ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას და ვხედავთ იმედგაცრუებულ სახეებს, თუმცა მათ სჯერათ ახალი პოლიტიკური ძალის, ახალგაზრდობის და 56 ნომრის. დღეს ჩვენი გუნდი წარმოდგენილია ისეთი ადამიანებით, რომლებიც თავიანთ სახელს წლების განმავლობაში აშენებდნენ და ჩვენ მზად ვართ ხალხთან ერთად გამარჯვებისთვის", — განაცხადა კუპრაძემ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები