ევექსი ჰოსპიტლებმა ინფიცირებული ბავშვების სამკურნალოდ ციციშვილის კლინიკა გამოყო
ევექსი ჰოსპიტლები განაგრძობს ინფიცირებულთა სამართავად გუშინ დაანონსებული საწოლების გამოყოფას და სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში, დღეს, 23 ოქტომბერს, დამატებით კიდევ ერთი სამედიცინო ცენტრი — ციციშვილის ბავშთა კლინიკა გამოყო.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა მკვეთრი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალური ქსელის მიერ დღემდე გამოყოფილი 634 საწოლის სრული დატვირთვა არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ევექსი ჰოსპიტლები კვლავ მზადაა პანდემიასთან საბრძოლველად მოსახლეობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს. ამჯერად, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მედპერსონალით აღჭურვილი ციციშვილის კლინიკა მზადაა ინფექციური პროფილით მიიღოს პატარა პაციენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ პედიატრიული და ნეონატოლოგიური პაციენტების საჭიროებიდან გამომდინარე, კლინიკაში წამყვანი ქირურგების ჩართულობით განხორციელდება გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული ინტერვენციები.
კლინიკაში მომზადდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვა პალატები, სადაც დამატებითი საწოლებია გათვალისწინებული თავმდგმურებისთვისაც. COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში გადამზადებული მედპერსონალი კი, სამედიცინო მომსახურებას პაციენტებთან ერთად, მათ მეთვალყურეებსაც გაუწევს.
ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ამბულატორიული ფლიგელი, რომელიც ჰოსპიტალური ნაწილისგან დამოუკიდებელი, იზოლირებული შესასვლელით მოეწყო, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, სადაც პედიატრიული პაციენტებისთვის იშვიათი დაავადებების ამბულატორიული სერვისის (დიაბეტი, ცისტური ფობროზი, დაუსრულებელი ოსტეოგენეზი, ბრუტონის დაავადება, თალასემია და სხვა) მიწოდება შეუფერხებლად განხორციელდება. რაც შეეხება სტაციონარულ სერვისებს, ციციშვილის წამყვანი ქირურგები პაციენტებს იაშვილის ბაზაზე მიიღებენ, სადაც შესაბამისი ქირურგიული მომსახურება (უროლოგია, ყბა-სახის ქირურგია, თორაკოქირურგია და სხვა) ჩატარდება.
ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში საწოლფონდის გამოყოფის რიგით მე-6 ეტაპი.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები