საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის" ფარგლებში სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულთა მონაწილეობით, საქართველოში პირველად, ახალგაზრდა მეწარმეთა ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა, რომელიც გულისხმობდა ფიზიკური გამოფენისა და ვირტუალური B2B შეხვედრების კომბინირებულ რეჟიმში წარმართვას.
ღონისძიებაზე შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წარმოდგენილი იყო 15 მეწარმე რომლებიც დევნილ ან კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წარმოადგენენ და საზღვრისპირა ტერიტორიებზე ცხოვრობენ. მათ წარმატებით დაასრულეს პროექტის ფარგლებში ზუგდიდსა და გორში დაარსებული "სამეწარმეო სკოლა", რისი დახმარებითაც შეძლეს საკუთარი საქმის წამოწყება, განავითარეს და დახვეწეს თავიანთი ბიზნესები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ხელნაკეთი ნივთების წარმოება, ტურისტული სააგენტო, ესთეტიკის ცენტრი, სწრაფი კვების ობიექტი და ჩირის საწარმო.
ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდა მეწარმეების მონაწილეობით გაიმართა გამოფენა, რის შემდეგაც ვირტუალურ რეჟიმში შედგა B2B შეხვედრები. თითოეული მეწარმე შეხვდა საკუთარი პროდუქციით დაინტერესებულ სხვადასხვა კომპანიას. შედეგად, ფორუმის მონაწილე 51 კომპანიასთან მიღწეულ იქნა 80 შეთანხმება და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.
"საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს რომ ზოგადად ახალგაზრდების სამუშაო ადგილების ნაკლებობა კარგად არის დაბალანსებული ახალგაზრდული მეწარმეობით და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ამ ფაქტს კვლევებიც ადასტურებს. მაგალითად, მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს ანალოგიურ ქვეყნებში 1 სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დასაქმებულთა დაახლოებით 5% მოდის მეწარმეზე, მაშინ როცა საქართველოში მხოლოდ 1% წარმოადგენს მეწარმეს. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს დღევანდელი ფორუმი და პროექტი, რომლის უნიკალურობა მდგომარეობს მის დიზაინსა და მეთოდოლოგიაში. ჩვენ დასაწყისშივე მთავარი აქცენტი გავაკეთეთ დამწყები მეწარმეებისათვის ყველაზე მთავარის – ცოდნასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურების – მიწოდებაზე. მოგვიანებით კი დავიწყეთ ამავე მეწარმეების დახმარება ფინანსური რესურსების მოზიდვასა და პოტენციურ პარტნიორებთან კავშირების დამყარებაში", – აღნიშნა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ ფორუმის მსვლელობისას.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროგრამების მენეჯერმა ნინო სამველიძემ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) პროექტების ხელმძღვანელმა ნინო ხოხობაიამ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ქრისტინა კაპანაძემ.
ღონისძიება ორგანიზებული იყო კონსიერჟ თბილისის მიერ.
პროექტი – "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" – იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტს საქართველოში ახორციელებს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები