ანა დოლიძე იზოლაციაში ხმის მიცემის მეთოდში გაყალბების რისკებს ხედავს, რას პასუხობენ ცესკოში
დიდუბის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებს, საკარანტინო სივრცესა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სპეცუბანზე ხმის მიცემისას არანაირი ცნობის წარდგენა არ უწევთ, რაც არჩევნების გაყალბების რისკს ქმნის.
"ცესკოს დადგენილების მეშვეობით, არ არსებობს შეზღუდვა გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლის რაოდენობაზე. ამასთან, ამომრჩეველი არ წარმოადგენს არანაირ ცნობას, რომ მკურნალობს ბინაზე ან არის თვითიზოლაციაში. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ჩაეწეროს სპეცუბნის სიაში და გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცეს ხმა. ასევე, არჩევნების გაყალბების კიდევ ერთ საშიშროებას წარმოადგენს ის, რომ გადასატანი ყუთის სიაში არ ფიქსირდება ამომრჩევლის ფოტოსურათი", — განაცხადა ანა დოლიძემ.
დოლიძის თქმით, დამკვირვებელს ამომრჩეველთან მისვლის დროს არ აქვს ფოტოსურათი, რომ შეადაროს მის პირადობას, ეს კი ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ არჩევნები საარჩევნო უბნის მიღმა მასობრივად გაყალბდება. დოლიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ადამიანები ხმას მისცენ მათი ოჯახის წევრებისა და საქართველოში არმყოფი პირების ნაცვლად, ასევე, ყალბი პირადობის მოწმობებით, ამის კონტროლის მექანიზმი კი არ იარსებებს.
"სპეცუბნების მეშვეობით კიდევ უფრო რთულდება მაჟორიტარული ნაწილი — ამომრჩეველს ხმის მიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუკი მისი რეგისტრაციის მისამართი და ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული. თუკი დიდუბე-ჩუთურეთში დარეგისტრირებული ამომრჩეველი იქნება გლდანის რაიონში არსებულ საკარანტინო სივრცეში, ის მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას კარგავს", — აღნიშნა ანა დოლიძემ.
დოლიძის განცხადებით, გამოსავალი ასეთია — გადასატანი ყუთის ასეთი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ლეგალურ, თუ თითოეულ ყუთს და კომისიის წევრს ექნება მუდმივად ჩართული სამხრე კამერა.
On.ge დაუკავშირდა ცესკოს, რათა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გასაუბრებოდა და გაერკვია, რა რისკებს შეიცავს პანდემიის პირობებში სპეცუბნებზე ხმის მიცემის პროცესი.
"პირები, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათ შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არის დაფიქსირებული შესაბამის ბაზაში, სწორედ, იმ ბაზასთან მოხდება მონაცემის შედარება. 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე ვინც მოგვაწოდებს ინფორმაციას, რომ იმყოფება თვითიზოლაციაში და უნდა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ამ ადამიანების მონაცემები შედარდება იმ ინფორმაციას, რომელიც შესაბამისი უწყების მხრიდან ჩვენთვის მოწოდებული იქნება", — განაცხადეს ცესკოში.
რაც შეეხება ანა დოლიძის განცხადებას, რომ დამკვირვებელს არ გააჩნია ამომრჩევლის ფოტოსურათი, რათა ხმის მიცემის დროს მის პირადობას შეადაროს, ცესკოში პასუხობენ, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და შესაძლოა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამაზე იმსჯელოს.
რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ თუკი სპეცუბანზე მყოფი პირის ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის მისამართი ერთი და იმავე მაჟორიტარული ოლქის ფარგლებში არ არის, პირი ხმას ვერ აძლევს, ცესკო პასუხობს, რომ ეს კანონმდებლობით ისედაც ასე იყო გაწერილი.
"თუკი პირი მაგალითად, იმყოფებოდა სტაციონარულ დაწესებულებაში და მისი მაჟორიტარული ოლქი იყო სხვაგან, ისედაც ვერ მისცემდა ხმას. ასევე, მაგალითად, პირები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მხოლოდ პროპორციულ ნაწილში იღებენ მონაწილეობას. იგივე ეხება ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ეს არ არის სიახლე, ეს არის საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი", — აღნიშნეს ცესკოში.
ცესკოში განაცხადეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თვითიზოლაციაში, კარანტინსა თუ სტაციონალურ დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის დადგენილება უკვე მიიღო.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები