მთავრობა, რომელსაც ვერ მოაქვს ხალხისთვის კეთილდღეობა, უნდა წავიდეს — ბაქრაძე
ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ვერ მოუტანა ხალხს კეთილდღეობა, ვერ დაიცვა ხალხის ჯანმრთელობა და ვერ მოუტანა ქვეყანას უსაფრთხოება, ამრიგად ის უნდა წავიდეს 31 ოქტომბერს.
"ყველა ენერგიულად ვხვდებით 31 ოქტომბერს, დღეს, რომელმაც უნდა განსაზღვროს გაგრძელდება საქართველოში ის უკუსვლა, უიმედობა და ჭაობი, რომელშიც შეგვიყვანა ივანიშვილის გუნდმა, თუ მივაღწევთ გარდამტეხ ცვლილებებს და წავალთ წინ.
რატომ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები. მოდით შევხედოთ რა მოგვიტანა დღევანდელმა ხელისუფლებამ. რა ევალება მთავრობას? მას ევალება მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ადამიანების დასაქმება და მათი სოციალური დაცვა. რა ხდება დღეს საქართველოში? ყოველდღე მატულობს უმუშევრობა, სიღარიბე, ფასები, გაჭირვება და პრობლემები, ანუ ამ მთავრობამ ვერ შეასრულა მისი პირველი და მთავარი ამოცანა, ხალხისთვის კეთილდღეობის მოტანა და ხალხის სოციალურად დაცვა, ამიტომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს.
მთავრობას ევალება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ყველა ვხედავთ დღეს რა სიტუაცია შეიქმნა საქართველოში, როდესაც ასე ზარზეიმით დამარცხებული კორონავირუსი, როცა 6 თვე გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მთავრობა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები ვინც ვირუსი დაამარცხა, ახლა რას გვეუბნებიან? რომ თურმე პირველი ტალღა საერთოდ არ იყო და ახლა არის შემოტევა. თუ ახლა არის შემოტევა, რატომ დავანგრიეთ ეკონომიკა გაზაფხულზე, რატომ დავტოვეთ ხალხი უმუშევარი გაზაფხულზე, რატომ გავაღარიბეთ ჩვენი მოსახლეობა, რატომ შემოვიღეთ მაშინ ისეთი შეზღუდვები, რომ უკვე დღეს ვეღარ შემოგვაქვს ის, როდესაც დღეში თითქმის 2 000 შემთხვევაზე ვართ ასული. ეს არის ამ მთავრობის არაკომპეტენტურობის, უუნარობის, თავის მოწონების და იმის, რომ არაფერი არ აწუხებთ ერთადერთი რამის გარდა, როგორ გამოიყენონ ყველაფერი კაბინეტში შესასვლელად და არჩევნების მოსაგებად. ხელისუფლება ვერ ასრულებს მეორე ძირითად ამოცანასაც, მოსახლეობის სიცოცხლის დაცვას, ამიტომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს.
მთავრობას ევალება ქვეყანაში წესრიგის დაცვა, მაგრამ ყველა ვხედავთ კრიმინალს, რომელმაც წალეკა საქართველო და ესეც ვერ შეასრულა მთავრობამ.
მთავრობა, რომელსაც ვერ მოაქვს ხალხისთვის კეთილდღეობა და ნორმალური ცხოვრება, რომელიც ვერ იცავს მისი მოსახლეობის ჯანმრთელობას, რომელიც ვერ იცავს ქვეყანაში წესრიგს და უსაფრთხოებას, ეს მთავრობა უნდა წავიდეს და ეს მთავრობა მშვიდობიანად წავა 8 დღეში 31 ოქტომბერს", — განაცხადა ბაქრაძემ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
კომენტარები