საქართველოს პრეზიდენტმა 5 ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა 20 ივნისს 5 ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა, ისინი საქართველოს სომხეთში, ეგვიპტეში, შვედეთში, ფინეთსა და ინდოეთში წარმოადგენენ.
5 ქვეყანაში 4 ელჩია დანიშნული და ისინი მუშაობას პირველი ივლისიდან შეუდგებიან:
- სომხეთის რესპუბლიკა - გიორგი საგანელიძე;
- ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა - ალექსანდრე ნალბანდოვი;
- შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკა - მალხაზ კაკაბაძე;
- ინდოეთის რესპუბლიკა - არჩილ ძულიაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი საგანელიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1998 წელს დაიწყო.
საგანელიძე 2005-2008 და 2013-2015 წლებში მუშაობდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე.
საქართველოს ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი 2008 წლის 12 დეკემბრიდან 2011 წლის 5 იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2011 წლის 2 მარტიდან 2014 წლის 1 მაისამდე იგი იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას სლოვაკეთსა და სლოვენიის რესპუბლიკებში, ხოლო 2014 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 7 აპრილამდე კი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ალექსანდრე ნალბანდოვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი 2014 წელს მიენიჭა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზ კაკაბაძეს 1990-1998 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. 1998-200 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 2000-2004 წლებში იყო საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. მალხაზ კაკაბაძეს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 1993 წელს მიენიჭა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1995 წელს დაიწყო, სადაც მრავალი წლის მანძილზე წამყვან პოზიციებს იკავებდა. 2011 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრამდე იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო 2016 წლის იანვრიდან კი არის საგანგებო დავალებათა ელჩი. არჩილ ძულიაშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი 2015 წელს მიენიჭა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები