ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმი ტიმოთი შალამეს მონაწილეობით უვადოდ გადაიდო
Searchlight Pictures-ის ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმს, რომელშიც ცნობილი მომღერლის როლი ტიმოთი შალამემ უნდა შეასრულოს, მალე ნამდვილად ვერ ვიხილავთ. ამაზე ფილმის კინოოპერატრმა ფიდონ პაპამაიკლმა განაცხადა.
ფილმი პირველად იანვარში დაანონსდა და ის ელაიჯა უორდის წიგნის ადაპტაცია იქნება. მასში მოთხრობილია ცნობილი მომღერლისა და მუსიკოსის ცხოვრება და მისი საკამათო გადასვლა ტრადიციული მუსიკიდან როკში. ჭორების თანახმად, ფილმის სახელი "Going Electric" უნდა იყოს, მისი რეჟისორი კი — ჯეიმს მენგოლდი.
შალამემ უკვე დაიწყო გიტარაზე დაკვრის სწავლა, აგვისტოში კი მან საკუთარ ტვიტერზე დილანის სიმღერების ტექსტები დაპოსტა და ამით ფილმში თავის როლზე მიგვანიშნა. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
"ბობ დილანზე ფილმი უნდა გადაგვეღო მენგოლდთან ერთად, თუმცა ეს არ მოხდა", — თქვა პაპამაიკლმა, რომელსაც მენგოლდთან კოლაბორაცია 2019 წლის ოსკარზე ნომინირებულ Ford v. Ferrari-ში ჰქონდა. გარდა ამისა, ის მის გუნდს ინდიანა ჯონსის მე-5 ფილმშიც დაუბრუნდება.
"არ მგონია, რომ პროექტი მოკვდა, თუმცა მისი შესრულება COVID-ის ეპოქაში საკმაოდ რთული იქნება, რადგან ის დიდწილად პატარა კლუბებში უნდა გადავიღოთ", — დაამატა მან.
პაპამაიკლის თქმით, პროექტის მომავალში განხორციელება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა მას არ დაუდასტურებია, ეს ნამდვილად მოხდება თუ არა ან როდის განიხილავენ ფილმზე მუშაობის განახლებას.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები