ძალადობა, საკუთრების დაზიანება, სამსახურიდან გათავისუფლება — TI-ის ანგარიში არჩევნებზე
ძალადობა, საკუთრების დაზიანება, სამსახურიდან გათავისუფლება — ეს ნაწილია იმ შემთხვევებისა, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) მიერ 2020 წლის 1 ივლისიდან 20 ოქტომბრამდე საპარლამენტო არჩევნებისთვის განხორციელებულმა დაკვირვებამ გამოავლინა. TI-ის შუალედური ანგარიშის მიხედვით, საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით შემდეგი მიგნებები გამოკვეთა:
- ძალადობა: სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახშირდა ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ჯგუფური ძალადობის რამდენიმე ფაქტი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწყებული იყო გამოძიება 59 საქმეზე, რომლებიც არჩევნებთან ამა თუ იმ ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული. 6 საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამ 53 საქმიდან 9 საქმეში გარკვეული პირები უკვე მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამოძიებულ საქმეთა დაბალი მაჩვენებლის გამო, სამინისტრო ხშირი კრიტიკის სამიზნედ იქცა.
- საკუთრების დაზიანება (7 შემთხვევა): სექტემბრის მეორე ნახევრიდან, ასევე, გახშირდა პოლიტიკური პარტიების ოფისების, სატრანსპორტო საშუალებების, სააგიტაციო მასალისა და სხვა ტიპის ქონების დაზიანების შემთხვევები. TI-ის თანახმად ასეთი ფაქტების გამოძიების მხრივ, შსს კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იყო, ვიდრე ძალადობის საქმეების გამოძიებისას.
- სამსახურიდან გათავისუფლება (3 შემთხვევა): საანგარიშო პერიოდში, ასევე, გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
- პრობლემები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს: წინა არჩევნების მსგავსად, წელსაც მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია, რომელმაც დაქვემდებარებულ საუბნო კომისიებში 642 წევრიდან 102 კანონის მოთხოვნის უგელებელყოფით დანიშნა. გარდა ამისა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ იმაზე, რომ ცალკეულ საოლქო და საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით ახალდანიშნული წევრები ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული არიან მოქმედ ხელისუფლებასთან, მუშაობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ან აქვთ ახლო ნათესაური კავშირი მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. TI-ის განცხადებით, ისინი პერიოდულად ამოწმებდნენ მსგავს ინფორმაციას და მათი უმრავლესობა დასტურდებოდა.
- საგამოძიებო უწყებების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის: წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი მმართველი პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა კონკრეტული გამოძიების გამოყენების გზით. კერძოდ, 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები დააკავა, რომლებსაც ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება დასდო. გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ.
2020 წელს შეიცვალა პარლამენტის საარჩევნო სისტემა, საკანონმდებლო რეფორმა, ასევე, შეეხო სხვა საკითხებსაც, რომლებიც საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ ძირითადად დადებითად შეაფასა. თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობაში კვლავ დარჩა რამდენიმე ისეთი ძირითადი პრობლემა, რომელიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს და რომელთა გამოსწორების პოლიტიკური ნება ხელისუფლებამ არ აჩვენა. ასეთ საკითხებს მიუკუთვნება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების არასამართლიანი წესი და პროფესიული ნიშნით კომისიის წევრების შერჩევის არასათანადო პროცედურა.
TI-ში აღნიშნავენ, რომ გარდა ამისა, გარკვეული კითხვები გააჩინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კორონავირუსით ინფიცირებული პირების, ასევე, კარანტინში და იზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის რეგულირებამ.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების გამოყენების თვალსაზრისით შემდეგი მიგნებები გამოკვეთა:
- სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების აგიტაციაში გამოყენება: ტენდენციის სახე ჰქონდა მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატების მხრიდან სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვადასხვა საჯარო თუ კერძო პროექტის მონახულების პრაქტიკას. ასეთი შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდებოდა და წინასაარჩევნოდ ხელს არ უწყობდა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო ზღვრის არსებობას.
- საჯარო მოსამსახურეთა მობილიზება: წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავი იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მობილიზება.
- უკანონო აგიტაცია: ასევე, ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ უკანონო აგიტაციის რამდენიმე შემთხვევას. ამ არჩევნებზეც საარჩევნო კომისიები სოციალური ქსელების პირადი გვერდებით აშკარა აგიტაციის შემთხვევებს არ აღიარებდნენ საარჩევნო აგიტაციად, რაც პრობლემად რჩება.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2020 წელს ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის ისეთი ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა საარჩევნო კოდექსი არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, TI-ის განცხადებით, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი 20-მდე სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივა, რომლებსაც საარჩევნო გარემოზეც ექნებოდა დიდი გავლენა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ ინიციატივებს შორის იყო რამდენიმე პროექტი, რომელიც, ცალსახად საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯების კატეგორიაში შეგვიძლია გავიყვანოთ, კერძოდ:
- თავდაცვის სამინისტროს მიერ გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ არსებული ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერა;
- თბილისის მერიის მიერ 87 ოჯახისთვის იმ ბინების დაკანონება, რომელშიც ისინი მანამდე, წლების განმავლობაში, ცხოვრობდნენ და
- დევნილთა სააგენტოს მიერ ქუთაისში, ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილებისთვის ბინების გადაცემის დაპირება.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები