ჰაკათონი GEORGIA — EDUCATIONAL GAMES HACKATHON 12-13 ნოემბერს გაიმართება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 12-13 ნოემბერს გაიმართება საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი Georgia — Educational Games Hackathon, რომელიც საერთაშორისო პროექტ DigiEduHack-ის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი, ორი დღის განმავლობაში, მთელს მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს და მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა.
DigiEduHack არის EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი) ინიციატივა, რომელიც ხორციელდება ევროკომისიის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიებაში, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, გუნდები მთელი ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნებიდან ერთიანდებიან განათლების უკეთესი მომავლის შესაქმნელად. წელს ჰაკათონის მთავარ ეტაპს გერმანიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა მასპინძლობს.
ჰაკათონი მოუწოდებს მონაწილეებს, შეიმუშავონ საინტერესო გადაწყვეტები და შექმნან პროტოტიპები საგანმანათლებლო თამაშების მიმართულებით. ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება თავისი იდეა წარადგინოს DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები და საბოლოო, გლობალური გამარჯვებული, ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.
ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ჰაკათონი ონლაინრეჟიმში გაიმართება.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს, მასწავლებლებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ნებისმიერს, ვინც დაინტერესებულია ციფრული განათლებით.
რის შესახებ იქნება გამოწვევა?
დღეს, განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა თამაშების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, ამიტომ ჰაკათონის თემა იქნება საგანმანათლებლო თამაშები. აღნიშნული მიმართულება ხელს უწყობს დისტანციური სწავლების მეთოდს და გვეხმარება უკეთესი შედეგის მიღწევაში. ჰაკათონის მიმდინარეობისას მონაწილეებს მოუწევთ შექმნან საგანმანათლებლო თამაშების პროტოტიპები და დაადგინონ, როგორ შეუძლიათ ციფრულ ინსტრუმენტებს, თამაშებს, გააძლიერონ საზოგადოების ჩართულობა აღნიშნულ სფეროში.
რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?
მონაწილეები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად და არა ჯგუფის სახით. ჯგუფის შექმნა, ან წევრის დამატება შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე, ან მის პირველ დღეს.
ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2, მაქსიმალური კი 5 ადამიანია.
ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია?
დიახ, ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, ვინაიდან თითოეულმა მონაწილე გუნდმა იდეა DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე უნდა წარადგინოს.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
რეგისტრაცია სრულდება 8 ნოემბერს, 23:59 საათზე.
#EduGameHack #DigiEduHack #fablab #iliauni
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები